როგორ მოვიქცეთ სამოქალაქო ჯანყების და ამბოხის დროს

თუ თქვენ პროტესტის ან ამბოხის ალყაში აღმოჩნდებით, ეცადეთ პოზიცია მასის იმ მხარეს დაიკავოთ, სადაც ყველაზე უსაფრთხოდ იქნებით.

აუცილებელია, რომ არ იყოთ იდენტიფიცირებულნი, როგორც ერთ-ერთი დემონსტრანტი. თავი აუცილებლად შორს დაიჭირეთ “ლიდერებისგან”/აგიტატორებისგან, კრიტიკულ მომენტში თავი შეგიძლიათ შეაფაროთ უახლოეს შენობა/თავშესაფარს და დარჩეთ იქ.

არავითარ შემთხვევაში არ გაიქცეთ, რადგან ამით პოლიციის ყურადღებას მიიპყრობთ და შესაძლოა, დაგაპატიმრონ, ასევე არანაირი წინააღმდეგობა არ უნდა გაუწიოთ სამხედრო მოსამსახურეებს. (თქვენი საიმიგრაციო სტატუსიდან გამომდინარე, საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს საელჩოს ან მოგზაურობის სადაზღვეო კომპანიას, რათა მიიღოთ დახმარება).

თუ მოხვდებით ბრბოში, თავი აარიდეთ მინის ჯიხურების სიახლოვეს ყოფნას, იდექით მყარად, თავდაცვის მიზნით დადექით კედელთან და უბრალოდ დაელოდეთ სანამ დემონსტრანტები ტერიტორიას არ დატოვებენ, არსებული საფრთხეების გამო, თავი აუცილებლად უნდა დავიცვათ ხელების ან სხვა საშუალებების დახმარებით.

იმ შემთხვევაში, თუ ატყდება სროლა, უნდა დავწვეთ მიწაზე და ხელები თავზე ავიფაროთ, რათა მეტად დაცულნი ვიყოთ აღნიშნულ სიტუაციაში.

არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვეცადოთ გზა გადავუჭრათ ბრბოს, თუ მათ პირისპირ აღმოვჩნდებით, აუცილებლად უნდა დავბრუნდეთ უკან და მშვიდად დავტოვოთ ტერიტორია.

თუ ავტომობილით იმყოფებით და გასვლას ვერ ახერხებთ, შეგიძლიათ განახორციელოთ მანქანის შესაფერისი პარკირება, ჩაკეტოთ კარები და იჯდეთ მშვიდად/უსაფრთხოდ (იგულისხმება უსაფრთხო ტერიტორია/გარეუბანი) თუ უსაფრთხო ადგილზე გადაადგილების დრო ან შესაძლებლობა არ გაქვთ, უბრალოდ გათიშეთ ძრავი, ჩაკეტეთ კარები და დაელოდეთ მოვლენების განვითარებას პანიკის გარეშე.

აუცილებლად იყავით დარწმუნებულნი, რომ არ გამოიყურებით საეჭვოდ და თქვენი მხრიდან არ შეიმჩნევა გარკვეული სახის მაპროვოცირებელი ნიშანი. მაგ: მაისური ან კეპი წარწერით “make america great again” თავისუფლად გაგხდით აგრესიის სამიზნედ. ეს კონკრეტულად ამ შემთხვევაში, ხოლო სხვა შემთხვევებში, ინდივიდუალურად მიუდექით პრობლემას და საკუთარი განსჯის უნარს ენდეთ.

თუ ცენტრალურ უბნებში ცხოვრობთ და მანდვე ხდება ჯანყი, მაშინ ფარეხი (თუ) გაქვთ გამოიყენეთ მანქანის “დასამალად”, აჯანყებულ ხალხს არ აინტერესებს ვისი ქონება ზიანდება. იგივე ეხება ნაგვის ურნებსა და სხვა ინვენტარს, რომელიც ადვილი “ხელწასავლებია” და გამოდგება ჯანყის დროს სასროლად.

და ბოლოს; დაემორჩილეთ თქვენი ადგილობრივი ხელისუფლების მოთხოვნებს. თუ დაწესდა შეზღუდვა და არ ემორჩილებით მას, შეიძლება რამდენიმე დღუიანი დაპატიმრებით დაისაჯოთ, და სოლიდური ჯარიმაც დაგეკისროთ. ასეთი დარღვევის დროს და მწვანე ბარათის ქონის შემთხვევაში, მარტივდება თქვენი ქვეყნიდან გაძევება, როგორც უპასუხიმგებლო და “თავისტკივილა” პოტენციური მოქალაქე.

ბოლო მონაცემებით, კომენდანტის საათი მოქმედებს შემდეგ ტერიტორიებზე:

ნიუ იორკი შტატის გუბერნატორის ენდრიუ ქუომოსა და ქ. ნიუ იორკის მერის ბილ დებლაზიოს გადაწყვეტილებით, კომენდანტის საათი ნიუ-იორკში 1 ივნისს დაწესდა. კომენდანტის საათი 23:00 საათიდან 05:00 საათამდე იმოქმედებს. ასევე, ქუჩებში გაიზრდება ნიუ იორკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების რაოდენობაც. 

მინეაპოლისი მინესოტას გუბერნატორმა ტიმ ვოლსმა განაახლა კომენდანტის საათი ქალაქ მინეაპოლისსა და სეინტ პოლში. კომენდანტის საათი იმოქმედებს 2 დღე, დაიწყება 22:00 საათზე და დასრულდება 04:00 საათზე. ქალაქში განთავსებულია ეროვნული გვარდიის დანაყოფები.

ჩიკაგო ჩიკაგოს მერის განცხადებით, ქალაქში შაბათიდან ამოქმედდა კომენდანტის საათი, რომელიც ძალაში რჩება მომდევნო განცხადებამდე. კომენდანტის საათი მოქმედებს 21:00 საათიდან 06:00 საათამდე.

ლოს-ანჯელესი ქალაქის მერის განცხადებით კომენდანტის საათი იმოქმედებს საღამოს 20:00 საათიდან 05:30 საათამდე. კომენდანტის საათი ძალაშია 2 ივნისამდე.

სან ფრანცისკო ქალაქის მერის ბრძანების თანახმად, სან ფრანცისკოში 31 მაისიდან ამოქმედდა კომენდანტის საათი 20:00 საათიდან 05:00 საათამდე. კომენდანტის საათი ძალაშია მერის ბრძანების შეცვლასა ან გაუქმებამდე.

ატლანტა ადგილობრივმა ხელისუფლებამ გაახანგრძლივა არსებული კომენდანტის საათი სამშაბათამდე, 2 ივნისამდე. კომენდანტის საათი მოქმედებს საღამოს 21:00 საათიდან მზის ამოსვლამდე.

დენვერი დენვერის მერმა, მაიკლ ჰენკოკმა შაბათს გამოაცხადა კომენდანტის საათი 20:00 საათიდან 05:00 საათამდე. ვითარებიდან გამომდინარე შესაძლებელია კომენდანტის საათის გამოცხადება 1 ივნისის შემდეგ. 

ფილადელფია ქალაქის მერმა, ჯიმ ქენიმ შაბათს გამოაცხადა კომენდანტის საათი ფილადელფიის მასშტაბით. დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, კომენდანტის საათი ძალაში შედის საღამოს 18:00 საათიდან 2 ივნისის 06:00 საათამდე. ქალაქში ამოქმედებულია ეროვნული გვარდიის ძალები.

პიტსბურგი ქალაქ პიტსბურგში კომენდანტის საათი მოქმედებს საღამოს 20:30 საათიდან 2 ივნისის 06:00 საათამდე.

სიეტლი ქალაქი სიეტლში კომენდანტის საათი ამოქმედდა 30 მაისს. კომენდანტის საათი 17:00 დან 05:00-მდე დასრულდა ორშაბათს, 1 ივნისს. ვითარების შესაბამისად შესაძლებელია კომენდანტის საათის განახლება.

ქლივლენდი ქალაქის მასშტაბით მოქმედებს კომენდანტის საათი, რომელიც ძალაშია 1 ივნისის 20:00 საათიდან 2 ივნისის 08:00 საათამდე. ქალაქში მოქმედებს ეროვნული გვარდიის დამხმარე ძალები.

კოლუმბუსი (ოჰაიო) ქალაქ კლივლენდის მსგავსად, ქალაქ კოლამბუსში შაბათს 30 მაისს გამოცხადდა კომენდანტის საათი საღამოს 20:00 საათიდან 31 მაისის 08:00 საათამდე.

პორტლენდი ორეგონის შტატში, ქალაქ პორტლანდში კომენდანტის საათი გამოცხადდა 30 მაისს 20:00 საათიდან 31 მაისის 06:00 საათამდე. ამ ეტაპზე კომენდანტის საათი არ მოქმედებს.

როჩესტერი ნიუ იორკის შტატის ქალაქ როჩესტერის მერმა ლავლი ვორენმა კომენდანტის საათი გამოაცხადა 31 მაისის 21:00 საათიდან 1 ივნისის 07:00 საათამდე.

მაიამი და დეიდი ადგილობრივმა ხელისუფლებამ კომენდანტის საათი გამოაცხადა 30 მაისის 22:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე და 31 მაისის 20:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე.

მილვაუკი უისკონსინის შტატის ქალაქ მილვაუკში კომენდანტის საათი გამოცხადდა 30 მაისის 21:00 საათიდან 31 მაისის 07:00 საათამდე.

სოლთ ლეიქ სითი სოლთ ლეიქ სითის მერმა, ერინ მენდელჰოლმა გამოაცხადა კომენდანტის საათი 30 მაისის საღამოდან 31 მაისის 06:00 საათამდე. იუტას შტატმა პროტესტების ფონზე ეროვნული გვარდია აამოქმედა. 

Facebook Comments