კოლორადოს შტატში არალეგალ იმიგრანტებს 11 ახალ ლოკაციაზე შეეძლებათ მართვის მოწმობის აღება

კოლორადოს შტატში, დამატებითი რეგისტრაციის პუქნტების გახსნის საჭიროება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ აქამდე მხოლოდ 3 ქალაქში იყო შესაძლებელი მართვის მოწმობის აღება და უსაშველო რიგებში დგომა უწევდათ იმიგრანტებს.

გასულ სამშაბათს, კოლორადოს შტატის სენატმა დაამტკიცა პროგრამა, რომელიც საშუალებას მისცემს არალეგალურად მყოფ იმიგრანტებს, შტატის მასშტაბით დამატებით 11 ლოკაციაზე მისვლას და მოწმობის აღებას.

კოლორადოს შტატის მართვის მოწმობის ასაღებად საჭიროა მხოლოდ შტატის რეზიდენტობის დამტკიცება. რაც ნიშნავს იმას რომ შეგიძლიათ წარადგინოთ ნებისმიერი სახის დოკუმენტი, რომელიც ამტკიცებს, რომ თქვენ ცხოვრობდით უწყვეტად კოლორადოს შტატში უკანასკნელი 12 თვის მანძილზე. ასეთი დოკუმენტებად შეიძლება ჩაითვალოს: ბანკის ამონაწერი, საკრედიტო ბარათის ამონაწერი, ბინის ქირავნობის ხელშეკრულება, კომუნალური მომსახურების გადახდის ქვითრები, ცნობა სასწავლებლიდან, ჟურნალ-გაზეთების გამოწერის ქვითრები და ა.შ.

კოლორადოს შტატის გუბენრატორმა ჯარედ პოლისმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ეს არის მნიშვნელოვანი გარღვევა საკოკნმდებლო ჩანაწერში. იმ დროს როდესაც არალეგალ იმიგრანტებს ყველა მხრიდან ავიწროებენ, ჩვენ მათ ვეხმარებით, რომ შეძლონ და მართონ მანქანა, დაირეგისტრირონ მანქანა, ჰქონდეთ მანქანის დაზღვევა და საჭიროების შემთხვევაში შეძლონ საკუთარი პიროვნების დადასტურება. თუმცა ეს მართვის მოწმობა მხოლოდ მანქანის სამართავად გამოდგება, მისი გამოყენება აეროპორტში ან რომელიმე ფედერალური სააგენტოს შენობაში შესასვლელად არ გამოდგება.

გუბერნატორის ოფისმა წარმოადგინა ის რიცხვები, რომელიც ადასტურებს კოლორადოს შტატის გახსნილობას არალეგალური იმიგრაციის მიმართ.
სულ, 2013 წლიდან მართვის მოწმობა მიეცა 54, 500 არალეგალ იმიგრანტს, გაცემულია 8,715 სასწავლო მართვის მოწმობა (lerners permit) და 5,000 საიდენტიფიკაციო ბარათი. ასევე, უკვე დამზადებულია და დასაგზავნად გამზადებულია ახალი 66,000 მართვის მოწმობა. გუბერნატორი იმედს იტოვებს, რომ დამატებითი პუნქტების გახსნით ეს რიცხვები გაცილებით მაღალი იქნება.

დამატებითი პუნქტები შემდეგ ქალაქებში გაიხსნება:
Division of Motor Vehicle offices in:

  1. Denver
  2. Glenwood Springs,
  3. Lamar,
  4. Montrose,
  5. Pueblo,
  6. Alamosa,
  7. Sterling,
  8. Lakewood,
  9. Colorado Springs,
  10. Aurora
  11. Grand Junction

შეგახსენებთ, რომ არალეგალ იმიგრანტებს მართვის მოწმობის აღება შეუძლიათ შემდეგ შტატებში:

  • California,
  • Colorado,
  • Connecticut,
  • Delaware,
  • Hawaii,
  • Illinois,
  • Maryland,
  • New Mexico,
  • Nevada,
  • Utah,
  • Vermont,
  • Washington – the District of Columbia.

წყარო

Facebook Comments