ქვეყნის 5 შტატში კვლავ რთული ეპიდვითარებაა

ფლორიდის, ტეხასის, ოკლაჰომას, სამხრეთ კაროლინასა და კალიფორნიის შტატების გუბერნატორებმა ერთ დღეში კორონავირუსის გავრცელების რეკორდულ მაჩვენებელზე განაცხადეს.

აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის ადგილობრივი დეპარტამენტების განცხადებებიდან ირკვევა.

ფლორიდის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემით – ბოლო ერთ დღეში შტატში 5 508 ახალი შემთხვევა გამოვლინდა; ტეხასში – 5 551; ოკლაჰომაში – 482; სამხრეთ კაროლინაში – 1 291, ხოლო კალიფორნიაში – 7 149 შემთხვევა.

ამასთან, ნევადას შტატის გუბერნატორმა, სტივ სისოლაკმა განაცხადა, რომ ხვალიდან საზოგადოებრივ ადგილებში, ასევე, ლას ვეგასის კაზინოში პირბადის ტარება სავალდებულო ხდება.

გუბერნატორის გადაწყვეტილებას წინ ვირუსის გავრცელების მატება უძღოდა.

“პანდემია დასრულებული არ არის, პირველი ტალღის შუაში ვიმყოფებით. ამიტომ ძალიან გთხოვთ, ყოველთვის, როდესაც სახლიდან გადიხართ, ნიღაბი გაიკეთეთ, როდესაც მიდიხართ რესტორანში, აფთიაქში, კაზინოში”, – აღნიშნა სისოლაკმა.

​Wall Street Journal-ის ინფორმაციით, სასტუმრო ბიზნესში დასაქმებულები ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართეს, რომ კაზინოში პირბადის ტარება სავალდებულო გახდეს.

წყარო

Facebook Comments