ამერიკაში კორონავირუსის მე-13 შემთხვევა დაადასტურეს

კორონავირუსით დაინფიცირების ახალი შემთხვევა სან დიეგოში დაფიქსირდა, შეერთებული შტატების მასშტაბით კი ეს მე-13 შემთხვევა გახლავთ.

დაავადების კონტროლის ცენტრმა 10 თებერვლის მონაცემებით დაადასტურა, რომ ქვეყანაში 398 ადამიანი შემოწმდა, 318-ის შედეგი დადებითი აღმოჩნდა, 12-ის უარყოფითი, ხოლო დანარჩენი 68 ადამიანის ანალიზები ჯერ მზად არ არის.

რაც შეეხება ეპიცენტრს, ჩინეთის ხელისუფლების ბოლო ინფორმაციით, დაავადებულია 42638 ადამიანი, აქედან 3996 ვირუსისგან განიკურნა, ხოლო 1016 დაიღუპა.

წყარო

Facebook Comments