ქვეყანაში სახლში გასაკეთებელ ტესტებზე ნებართვა გაიცა

პანდემიური სიტუაციიდან გამოსვლის პარალელურად, მეცნიერები ვირუსზე ზუსტი პასუხის დასადგენად ახალი მეთოდების დანერგვაზე მუშაობენ.

მსოფლიოში სწრაფი ტესტების ხარისხი იზრდება , ჩინეთისა და კორეის შემდეგ შტატებმა ახალ ანტიგენურ ტესტს მწვანე შუქი აუნთო. სწრაფ ანტიგენზე დამყარებული ტესტი მასობრივი გამოკვლევებისთვის გამოიყენება  ან იმ შემთხევაში, თუ PCR ტესტი ხელმისაწვდომი არ არის. ამასთან, სწრაფი მეთოდით მიღებული დადებითი პასუხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და მონაცემების გადამოწმება მაინც ე.წ. ოქროს სტანდარტით უნდა მოხდეს.

რაც შეეხება საქართველოს, ინფექციონისტები, რომლებსაც ყოველდღიური შეხება აქვთ ინფიცირებულ პაციენტებთან, ამბობენ, რომ ქვეყანაში პაციენტებიდან და არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ანტიგენის ტესტის საჭიროება არ არსებობს.

იმუნოლოგებს ე.წ სწრაფი ტესტების ეფექტურობის არ სჯერათ. ქართველი იმუნოლოგის აზრით, PCR ტესტი ზუსტი ანალიზის აღების შემთხვევაში 100 %-ით ადგენს კოვიდ-19 -ს, ანტიგენის შემთხევაში კი ცდომილების უფრო მაღალი ალბათობა არსებობს.

საკვებისა და მედიკამენტების კონტროლის ადმინისტრაციამ უკვე გასცა ნებართვა კორონავირუსის იმ სახეობის ტესტებზე, რომელთა გამოყენებაც სახლშია შესაძლებელი. ტესტის ღირებულება 150 დოლარი იქნება. ბოლო 3 თვეა, ჩინეთსა და კორეაში ანალოგიური სწრაფი ტესტი აქტიურად გამოიყენება. 

Facebook Comments