საბანკო ბარათი

პირველი დებეტ ბარათი

ამერიკულ ბანკში ანგარიშის გახსნა საკმაოდ მარტივია. თუმცა, თავიდანვე უნდა იცოდეთ, რომ ყველა ბანკს არ აქვს სურვილი, ადამიანს ანგარიში გაუხსნას SSN-ის გარეშე.თუმცა გამონაკლისები აქაც შეგხვდებათ. როგორც წესი, ყოველივე დამოკიდებულია კონკრეტული ფილიალის მენეჯერის გადაწყვეტილებასა და კეთილგანწყობაზე.  შევარჩიე სამი ამერიკული ბანკი, სადაც მარტივად ხდება სადებეტო ბარათის გაცემა და ონლაინ მომსახურების რეგისტრაცია. შეგახსენებთ, რომ ამ სტატიაში ლაპარაკი იქნება სხვადსხვა ადამიანების გამოცდილებაზე და იმ ადამიანებზე, ვისი სტატუსიც ჯერ კიდევ გაურკვეველია, ანუ ბანკის თანამშრომლებისთვის ტურისტებისთვის. მათთვის არ აქვს მნიშვნელობა, გაგზავნილი გაქვთ თუ არა საბუთები საემიგრაციო სააგენტოში. 

  • Bank of America. 501 Brighton Beach Avenue, Brooklyn, NY 11235

ამ განყოფილების ყველა თანამშრომელი მეტყველებს რუსულად, ასე რომ თუ შეგიძლიათ რუსულად კომუნიკაცია, ისინი აუცილებლად დაგეხმარებიან. იმისათვის რომ გახსნათ ანგარიში, მხოლოდ პასპორტს ითხოვენ.იმისათვის, რომ ანგარიშს მომსახურების საფასური არ გადაიხადოთ, ანგარიშზე უნდა დადოთ მინიმუმ 1500$. წინააღმდეგ შემთხვევაში ყოველთვიური საკომისიოს (12$) გადახდა მოგიწევთ.  

დამატებითი სერვისებისა და პირობებისთვის ეწვიეთ მათ ვებგვერდს https://www.bankofamerica.com/

  • Capital One bank. 1512 Second Avenu, New York, NY 10075

რატომღაც ამ ბანკის ბრუკლინის ფილიალებში არ ჭრის არაფერი და არ უხსნიან ადამიანებს SSN-ის გარეშე. თუმცა, მანჰეტენზე, მეორე ავენიუზე არის შესაძლებელი ამავე ბანკის ფილიალში SSn-ის გარეშე ბარათის აღება. მუშაობს რუსი ბჭი რომელიც ეხმარება ემიგრანტებს. თუ გადაწყვეტთ ამ ფილიალში მისვლას, აუცილებლად მოითხოვეთ რუსულენოვანი მენეჯერი და ის დაგეხმარებათ, ოღონდაც რბილად შეახსენეთ რომ გსმენიათ, ის თუ როგორ ეხმარება ემიგრანტებს და ისიც გსმენიათ რომ ამ ფილიალში ანგარიშებს უხსნიან უცხოელებს 😉 იმისტვის, რომ უფასო მომსახურებით ისარგებლოთ ანგარიშზე უნდა დადოთ მინიმუმ 300$.

დამატებითი სერვისებისა და პირობებისთვის ეწვიეთ მათ ვებგვერდს https://www.capitalone.com

  • TD bank. 2700 Coney Island Avenue (Sheeps Head Bay), Brooklyn, NY, 11235 ​​
    ან 1122-1126 Kings Highway, Brooklyn, NY, 11229

​​შეიძლება ითქვას ამ ბანკში ყველაზე მარტივია ახალჩამოსული ემიგრანტებისთვის ანგარიშის გახსნა.ამ ბანკის ძალიან ბევრ ფილიალშია შესაძლებელი ანგარიშის გახსნა, ისე რომ SSN-ს არ მოგთხოვენ, თუმცა დაგჭირდებათ მისამართი. გარდა პასპორტისა და მოქმედი ვიზისა, ასევე დაგჭირდებათ ე.წ. “ბილის” ბინის ქირის, ინტერნეტის, ან კომუნალური გადასახადის თქვენს სახელზე გამოწერილი ქვითრის წარდგენა, რითაც შეძლებთ თქვენი რეზიდენტობის დამტკიცებას. მაგრამ, ასევე შესაძლებელია, გამოიწეროთ რამე ჟურნალი ან პერიოდიკა, სასურველია ყოველკვირეული, რადგანაც მასზე თქვენი სახელი და გვარი იქნება მიწერილი, რაც ავტომატურად დაადასტურებს თქვენს რეზიდენტობას.

უფასო საბანკო მომსახურების მისაღებად, საჭიროა ანგარიშზე მინიმუმ 100$-ის დადება. ასევე მიაქციეთ ყურადღება, ბანკი ჩამოგაჭრით ყოველთვიურად 1$-ს იმისთვის, რომ გამოგიზავნით ყოველთვიურ ანგარიშს, თუმცა თქვენ შეგიძლიათ უარი თქვათ ამ სერვისზე და ის ონლაინ შეამოწმოთ. 

დამატებითი სერვისებისა და პირობებისთვის ეწვიეთ მათ ვებგვერდს  http://www.tdbank.com/

ანგარიშის გახსნისას, თქვენ გადმოგეცემათ დროებითი სადებეტო ბარათი, დაახლოებით 2 კვირაში მიიღებთ ნამდვილ ბარათს, რისი მიღების შემდეგაც ძველ ბარათს დაჭრით და გადააგდებთ. ასევე შეგიძლიათ მოითხოვოთ საჩეკო წიგნაკი რომელზეც თქვენი სახელ-გვარი და მისამართი იქნება, რაც ასევე გამოგადგებათ სხვა ბანკში ანგარიშის გასახსნელად ან სადმე “ბილის” წარსადგენად. ასევე, მეგობრემა ანდა მეუღლეებმა შეგიძლიათ გახსნათ ერთიანი ანგარიში, “joint account” გაძლევთ ორ ცალკეულ ბარათს და საჩეკო წიგნაკს ორივე მფლობელის სახელ-გვარით. 

როდესაც ხდება ანგარიშის გახსნა, ერთდროულად “ორი ანგარიში” იხსნება ძირითადი და შემნახველი (Checking&Savings.)გარდა შემნახველი ფუნქციისა ამ ანგარიშს აქვს ის პლიუსი, რომ ის უფრო უსაფრთხოა ვიდრე “ჩექინგ” ანგარიში, იმ მარტივი მიზეზით რომ მას არ აქვს პლასტიკური ბარათი. შესაბამისად, ყველა ბანკი გირჩევთ რომ თუ ფლობთ დიდ თანხას უმჯობესია შეინახოთ/გადაიტანოთ შემნახველ ანგარიშზე.
 

პირველი საკრედიტო ბარათი

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ა.შ.შ-ში ადამიანის გადახდისუნარიანობა მისი ვალებით დგინდება, რას ნიშნავს ეს? 

როგორც ცნობილია შტატებში, საცალო და სამომხმარებლო შესყიდვების უმრავლესობა ხორციელდება კრედიტში. იმისათვის რომ ფინანსური ინსტიტუტი დარწმუნდეს, რომ თქვენ გადამხდელი ხართ იმ კრედიტისა რომელსაც სავარაუდოდ გასცემენ, არსებობს სამომხმარებლო ბაზა, რომელსაც ყველა არსებული ფინანსური დაწესებულება იყენებს და ერთმანეთს უზიარებს ინფორმაციას. გარდა ბანკებისა, ამ ბაზაში ხვდება პოლიციის რეპორტები, სასამართლო გადაწყვეტილებები, ახალი საკრედიტო ბარათის მოთხოვნა, უარის ან გაცემის რეესტრის მონაცემები. ზემოთ ჩამოთვლილი ინფორმაცია გროვდება ბაზაში, ანალიზდება და დასკვნის სახით ფინანსურ დაწესებულებამდე მიდის როგორც მომხმარებლის Credit Score. 

Credit Score-ს დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რადგანაც მას არამარტო ბანკები, არამედ ბინის გამქირავებლებიც აქცევენ ყურადღებას. 

გამომდინარე იქიდან, რომ ახალჩამოსულ ადამიანს არავინ მისცემს კრედიტს, ბანკებმა რისკის შესამცირებლად მოიფიქრეს Secured Credit Card, რომელზეც თქვენსავე ფულს დებთ, როგორც გარანტიას, შემდეგ კი ხარჯავთ და ავსებთ ისევე როგორც ამას ჩვეულებრივ “ნორმალური” საკრედიტო ბარათებისას ხდება. ამ ნაბიჯით ბანკი გაკვირდებათ გარკვეული დრო, რის შემდეგ ის დაგიბრუნებთ თავმდებ თანხას და შემოგთავაზებთ ლიმიტირებულ საკრედიტო ბარათს, ლიმიტის გაზრდა მოხდება 6 თვეში ერთხელ, დამოკიდებულია თქვენ ბრუნვაზე, თუმცა ზოგიერთი ბანკი 3 თვეში ერთხელაც ცვლის ლიმიტს (ამცირებს ან ზრდის). როდესაც პირველად იწყებთ რეალური საკრედიტო ბარათის ხმარებას, უმჯობესია, რომ ლიმიტის 70% გახარჯოთ მხოლოდ, რადგანაც ბანკების მიხედვით ეს კარგი ქცევის მაჩვენებელია. მნიშვნელოვანია გახარჯული თანხის დროული გადახდა, ან მინიმალური გადასახადის შეტანა, თუმცა არ გირჩევთ პირველ თვეებში მინიმუმის გადახდას მხოლოდ, ეს ცუდად აისახება თქვენს საკრედიტო ქულებზე. ასევე, თუ მხოლოდ მინიმუმს გადაიხდით დაგერიცხებათ %-ები რომელიც როგორც წესი 24%-დან იწყება, გააჩნია ბანკს და საკრედიტო ბარათს, თუმცა უმრავლეს შემთხვევაში ახალ მომხმარებლებს 18-თვიან ან უფრო ნაკლებს “ინტრო” პერიოდს აძლევენ, რაც ნიშნავს რომ ამ “ინტრო” პერიოდის დროს პროცენტებს არ დაგარიცხავენ. მხოლოდ ან ნაბიჯების გავლის შემთხვევაშია შესაძლებელი ნორმალური და კარგი საკრედიტო ისტორიის შექმნა. 

საკრედიტო ისტორიის ბაზაში საკუთარი “credit score”ს შემოწმება მარტივია, არსებობს სხვადსხვა სერვისები რომლებიც ამას ახორციელებენ, როგორც წესი თავად ბანკი გიგზავნით 10 დღეში ერთხელ ან თვეში ერთხელ. 

დაიმახსოვრეთ! ნუ გახსნით ერთდროულად ბევრ საკრედიტო ბარათს, ეს დააგდებს თქვენს ქულებს. თქვენი ფინანსური ინფორმაციის ცენტრალური ბაზიდან ხშირი გამოთხოვა ნულამდე დაიყვანს თქვენს ქულებს, რაც პირდაპირი ნიშანია ბანკისთის არ გენდოთ და არ მოგცეთ თანხა.  თავიდან ნუ მოსთხოვთ საკრედიტო ბარათებს ისეთ ბანკებს როგორიც არის Chase (თუ თავიდანვე მანდ არ გაქვთ ანგარიში) დაიწყეთ 500$-იანი ბარათით და რამდენიმე თვეში თავად საკრედიტო კომპანიები შეგაწუხებენ შემოთავაზებებით. 1 წლის შემდეგ კი American Express Gold-საც მოგცემენ. 

ამ სტატიაში მოყვანილი ინფორმაცია არის გამოცდილებაზე დაფუძნებული, შესაძლოა სხვადასხვა სიტუაცია შეგხვდეთ, ასე რომ პასუხს ჩვენ ნუ მოგვთხოვთ 😉 თუ რაიმეს დამატება გსურთ ან საკუთარი გამოცდილების გაზიარება, მოგვწერეთ საკონტაქტო ფორმით.