განსხვავება საკრედიტო ბარათსა და საკრედიტო ხაზს შორის

მართალია ანალოგიურად ჟღერს, და ბევრმა არ ვიცით განსხვავება საკრეიტო ბარათსა და საკრედიტო ხაზს შორის, მაგრამ მათ შორის რიგი მნიშვნელოვანი თავისებურებებია.

  1. საკრედიტო ბარათი, როგორც წესი არ არის გამყარებული (not secured), ანუ საკრედიტო ბარათის გაცემის დროს მოწმდება საკრედიტო ისტორია და არ მოითხოვება არც რამე ძირითადი ფონდის, ან ღირებულის  (collateral) ჩადება გადახდისუნარიანობის გასამყარებლად.  საწინააღდეგოდ, საკრედიტო ხაზი ყოველთვის  უფრო მეტ დაზღვევას და  ქონებით გამყარებას ითხოვს, ისეთი როგორიცაა ბიზნესის 2 წელზე მეტი ხნით არსებობა, გარკვეულ ზრვარზე მაღალი წლიური ბრუნვის აუცილებლობა, ძირითადი ფონდების არსებობა (არა ყოველთვის).
  2. საკრედიტო ბარათი ასოცირდება ფიზიკურ პირებთან და მათ საკრედიტო ისტორიასთან (პერსონალური, თუ ბიზნესის საკრედიტო ბარათის შემთხვევაში), მაშინ, როცა საკრედიტო ხაზი ასოცირდება უკვე  სულ მცირე, 2 წლის ბიზნესებთან და ბიზნესის ფინანსურ ისტორიასთან.
  3. საკრედიტო ბარათი გთავაზობთ პოინტებს, rewards, და cash back-ს, ასევე  აქვს წლიური მომსახურების გადასახადიც, მაშინ როცა, საკრედიტო ხაზებს ეს შემოთავაზებები არ აქვს.
  4. საკრედიტო ბარათის პროცენტი ყოველთვის მაღალია საკრედიტო ხაზთან შედარებით და ეს დიდი ნასესხები თანხის შემთხვევაში უდიდეს განსხვავებას იწვევს ბიზნესებისთვის. საკრედიტო ხაზის არსებობას ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი ხარჯების დაზოგვა შეუძლია.
  5. საკრედიტო ხაზი ბიზნესისთვის არის ქეში ბანკში (loan), რომლის გამოტანაც შეგიძლიათ ნებისმიერი სახით, ნებისმიერი საჭიროებისთვის. საკრედიტო ბარათი არასოდეს არ არის ქეში.
  6. როდესაც ბიზნესი ფართოვდება და ყიდულობს ახალ მოწყობილობა დანადგარებს, დაფინანსებისთვის ძალიან ხელსაყრელია შეძენა მოხდეს საკრედიტო ხაზიდან და არა ბარათით, ან ქეშით. ეს იმიტომ, რომ ბიზნესს ყოველთვის უნდა ჰქონდეს ქეში ანგარიშზე ყოველდღიური საჭიროებისათვის და არაა რეკომენდირებული ერთი მოწყობილობის შესაძენად მთლიანი მარაგი გამოლიოს,  საკრედიტო ბარათს  კი მაღალი პროცენტი აქვს.
  7. საკრედიტო ხაზის შენთხვევაში არ იხდით არანაირ პროცენტს  და წლიურ თანხას მანამ სანამ თანხას არ დახარჯავთ და  უკან გადახდა ხდება საკრედიტო ბარათის მსგავსად ყოველთვიური მინიმუმის მოთხოვნის საფუძველზე.
  8.  ბიზნესის საკრედიტო ხაზის სესხის ზედა ზღვარი თანხებში ყოველთვის მაღალია საკრედიტო ბარათის ზღვართან მიმართებაში, ანუ მოკლედ რომ ვთქვათ, საკრედიტო ხაზი მეტ თანხას დაგიმტკიცებთ  სასესხებლად, ვიდრე ბარათის შემთხვევაში აბსოლუტურად ანალოგიურ სიტუაციაში.

როდის მიმართავენ  ბიზნესები საკრედიტო ხაზს?

  1. მაშინ როდესაც ბიზნესი უკვე მინიმუმ 2 წელია ბაზარზე არსებობენ აქტიურად;
  2. მიმართანენ ბიზნესის ერთბაშად გაზრდის მომენტში ქეშის არარსებობისას დიდი შეკვეთების ან ინვესტიციების ჩადების, ან ახალი მოწყობილობა დანადგარების შეძენისას;
  3. როდესაც ბიზნესს არ შეუძლია  ნასესხები ბალანსის მალევე დაფარვა,  საკრდიტო ხაზი მისწრებაა,  პირველ რიგში შედარებით დაბალი პროცენტით და მეორე რიგში იმიტომ, რომ საკრედიტო ხაზს არ აქვს დამსჯელი გვიან გადახდის ჯარიმა (late payment penalty), კრედიტ ბარათის გადახდის დაგვიანებისგან განსხვავებით,  ან მინიმუმ მოთხოვნილ ბალანზე ნაკლების გადახდის შენთმვევაში. საკრედიტო ხაზზე, თუ იხდით ყოველთვიურად, რაც არ უნდა მცირე თანხა გადაიხადოთ არ ავნებს ბიზნესის საკრედიტო ისტორიას და არც გვიან გადახდის ჯარიმებით დაგსჯიან.

ასე რომ, თუ თქვენი ბიზნესი იმ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს რასაც საკრედიტო ხაზის გახსნისთვის ითხოვენ ბანკები, უფრო ხელსაყრელი და იაფია გქონდეთ ხაზი და არა საკრედიტო ბარათი.

მოამზადა: დალი ხოხობაშვილმა

წყარო1

წყარო2

Facebook Comments