ვირტუალური ვალუტა და მისი დაბეგვრა

IRS განმარტებით, ვირტუალური ვალუტა არის ციფრობრივი გამოხატულება იმ ღირებულების ერთეულისა რაც გაცვლისთვის გამოიყებენა აშშ-ში ან რომელიმე კონკრეტულ ქვეყანაში. ზოგიერთ გარემოში ის ჩვეულებრივი რეალური ვალუტას წარმოადგენს მონეტისა თუ ქაღალდის სახით.
ვირტუალურ ვალუტას რეალური ვალუტის ექვივალენტური ღირებულება აქვს და და ამ უკანასკნელის შემცვლელად გამოიყენება, იგი ადვილად კნვერტირებადია რეალურ ვალუტაში.

კრიპტოვალუტა ვირტუალური ვალუტის სახეობაა რომელიც იყენებს კრიპტოგრაფიას, ყიდვა-გაყიდვის გადარიცხვების ჩასაწერად ჟურნალს, რასაც blockchain ეწოდება.

ბიტკოინი ერთ ერთი სახეობაა ვირტუალური კონვეტრირებადი ვალუტის, რომელზეც კეთდება გაცვლა გამოცვლის ოპერაციები ელექტრონულად.
ვირტუალური ვალუტის ყიდვა-გაყიდვა და ფლობა გარკვეული დროით წაგება-მოგებას, დივიდენდს და პროცენტს წარმოშობს ინდივიდუალებისთვის და ბიზნესებისთვის და სახელმწიფოს მიერ იბეგრება მოგების გადასახადით.

IRS კრიპტოვალუტას ჩვეულებრივ ქონებად (property) განიხილავს. იმ პეროდში როცა კრიპტოვალუტას ფლობთ ის ინვესტიციაა, ის დივიდენდს და პროცენტს გამოიმუშავებს რაც დაბეგვრადი შემოსავლის ორი სხვადასხვა სახეა, და როცა კრიპტოვალუტას გაყიდით, ის მოგებას ან წაგებას წარმოშობს, რომელიც დაბეგვრადი შემოსავლის კიდევ ერთი ფორმაა.

ნებისმიერი შეხება კრიპტოვალუტასთან მკაცრად აღრიცხვადია ცენტების სიზუსტით და დაბეგვრით მთავრდება. თუ წაგება გაქვთ პირიქით გადასახადს გიმცირებთ.

შეიძლბლება ცოტა დამაბნეველად მოგეჩვენოთ, მაგრამ ძალიან მარტივია თუ ჩვეულებრივ ფასიან ქღალდებად ჩავთვლით (ანუ წილებს ამა თუ იმ კორპორაციებში) რასაც ღირებულება ნდობის საფუძველზე აქვს.

საინვესტიციო გადარიცხვების დროს თუ იზარალეთ, IRS ყოველწლიურად მხოლოს $3,000.00 (წყვილი-მეუღლეები, და $1500 ერთ ადამიანზე). წაგების დეკლარაციაში შეყვანის უფლებას გაძლევთ, მანამ სანამ ეს წაგება არ გათავდება (20 წლამდე).

თუ თქვენ ჩვეულებრივ ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობთ, ფორმა 1099-B წლის ბოლოს მოგამარაგებენ თქვენი დეკლარაციისთვის, მაგრამ ვირტუალური ვალუტის შემთხვევაში, მოგიწევთ გამოთვალოთ მოგება-წაგება თქვენ თვითონ blockchain მეშვეობით. სავალდებულოა დეკლარაციაში შეივსოს IRS Form 8949 და Form Schedule D.

მოამზადა დალი ხოხობაშვილმა, Enrolled Agent with IRS. სტატიის წყარო

Facebook Comments