76 ადამიანი 12 ადგილიან საკანში – სუტუაცია ელ პასოს საიმიგრაციო საპყრობილეში

საიმიგრაციო სააგენტოს გენერალური ინსპექტორის ჯონ ქელის მოულოდნელმა ვიზიტმა სერიოზული დარღვევები გამოავლინა თექსის შტატის, ქალაქ ელ პასოს საიმიგრაციო საპყრობილეში, სადაც ყველა ის არალეგალი იმიგრანტია მოთავსებული ვინც საზღვარი გადმოკვეთა გადმოპარვისა და სხვა უკანონო მეთოდების გამოყენებით.

როგორც გენერალური ინსპექციის დასკვნაში ვკითხულობთ, სულ დაწესებულებაში 125 ადამიანის განთავსება არის შესაძლებელი, თუმცა არაადამიანურ პირობებში 900 ადამიანი აღმოჩნდა. საკანი, რომელიც 12 ადამიანზეა გათვლილი 76 პატიმარი ინაწილებს სივრცეს და რიგ-რიგობით მიდიან ფანჯარასთან, რათა სუფთა ჰაერი ჩაისუნთქონ. ხშირ შემთხვევაში რიგ-რიგობით ჯდებიან ან/და იძინებენ. ანგარიშის თანახმად: საკნებში გაუსაძლისი მდგომარეობა არის, 8 ადამიანზე გათვლილი საკანებში 41 ადამიანია და 35 ადამიანზე გათვლილ საკნებში 155 ადამიანია მოთავსებული.

“მსგავსი სიტუაცია გამოიწვია საზღვრის არალეგალური გადაკვეთის მცდელობების მომატებამ, რომელიც გაზრდილია 374%-ით და რამაც საიმიგრაციო პოლიცია გამოუვალ მდგომარეობაში ჩააყენა და იძლებულები გახადა ასეთი ნაბიჯები გადაედგა” აცხადებს ელ პასოს წინასწარი დაკავების იზოლატორის ხელმღძვანელი.

წყარო და დასკვნის სრული ვერსია ინგლისურ ენაზე შეგიძლიათ იხილოთ ამ ლინკზე.

Facebook Comments

დაგხვეხმარეთ, რათა შევძლოთ სხვების დახმარება

ალბათ დაგვეთანხმებით, რომ იმიგრაციის პროცესი რთულია, განსაკუთრებით მაშინ რთულდება, თუ არავინ გყავს ვინც შეიძლება დაგეხმაროს და დაგაკვალიანოს. ჩვენი საიტის მიზანი სწორედ ეს გახლავთ, დაკვალიანება/დახმარება და იმიგრაციის პროცესის გამარტივება.

სავარაუდოდ ბევრ თქვენგანს დავეხმარეთ კიდეც უკვე, ჩვენი საიტი და ფეისბუქ გვერდი აქტიურ რეჟიმში აქვეყნებს იმიგრაციის პროცესისთვის საჭირო ინფორმაციას და ასევე ვპასუხობთ თქვენს კითხვებს რომელიც ეხება იმიგრაციის პროცესს და აქ დაფუძნებას.

საიტის შენახვა და კონტეტით გამდიდრება გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული, როგორც შენიშნეთ, ჩვენს საიტზე არ იდება რეკლამები, ამიტომაც საიტს არ გააჩნია შემოსავალი გარდა ცალკეული შემთხვევებისა, როცა ჩვენ, საკუთარი ხარჯებით ვფარავთ საიტის ტექნიკური გამართვისა და შენახვის ხარჯებს. სწორედ ამიტომ, გთხოვთ დახმარებას, რათა შენარჩუნდეს ეს საინფორმაციო რესურსი, რომელიც უანგაროდ ემსახურება სათვისტომოს.