ქარიშხალ დორიანის ახალი ტრაექტორია

გასულ 48 საათში ქარიშხალ დორიანის სამიზნე ბაჰამის კუნძულები იყო. დაშავებულია 21 ადამიანი, გარდაცვლილია 5.

კუნძულ გრანდ ბაჰამას 80% წყლით არის დაფარული და განადგურებულია შენობა-ნაგებობები. აეროპორტი მთლიანად წყლის ქვეშ მოექცა, ხოლო ქალაქში შენობები ფუნდამენტიდან არის ამოგლეჯილი. როგორც სინოპტიკოსები იუწყებიან, ბაჰამის კუნძულების ისტორიაში ქარიშხალი დორიანი ყველაზე დამანგრეველი შედეგით დასრულდა. ბაჰამის კუნძულების მთავრობა სულ მალე დაიწყებს ზარალის დათვლას, რომელიც პირველადი მონაცემებით რამდენიმე ათეულ მილიარდს გადააჭარბებს.

კოსმოსური ამინდის ფედერალური სააგენტოს მონაცემებით, ქარიშხალ დორიანის ახალი ტრაექტორია ასე გამოიყურება. საგანგებო მდგომარეობა შეეხება აშშ-ს სამხრეთ აღმოსავლეთ სანაპირო ზოლს. სინოპტიკოსების ვარაუდით, ქარიშხალის გავრცელების არეალი ჩრდ. ქეროლაინას სანაპირო ზოლამდე იქნება მოსალოდნელი.

სავალდებულო ევაკუცაციას დაექვემდებარება შემდეგი სანაპირო ქალაქები: ფლორიდის შტატში: Jupiter Beach, Melbourne Beach, New Smyrna beach, Bocca Raton, West Palm beach, Volusia County, Martin County, St. Lucie County, Indian River County, Brevard County, St. Johns County, Duval County. ჯორჯიის შტატში: Bryan, Camden, Chatham, Glynn, Liberty და McIntosh ქაუნთი. სამხრეთ ქეროლაინაში: Colleton, Beaufort, Jasper ქაუნთი.

ჩრდილოეთ ქეროლაინას გუბერნატორმა როი კუპერმა მოუწოდა სანაპირო ზოლთან მცხოვრებ მოსახლეობას, რათა მათ დატოვონ საცხოვრებელი და გადავიდნენ უსაფრთხო ადგილებში.

წყარო წყარო

Facebook Comments