მთელს ამერიკაში დროებით მართვის მოწმობების გაცემა შეწყდა

კომპიუტერულ ქსელში მომხდარი ავარიის შედეგად, მთელს შეერთებულ შტატებში მართვის მოწმობის გაცემა დროებით შეწყვიტეს.

მძღოლები, რომლებიც ტრანსპორტის დეპარტამენტის ოფისებში მივიდნენ, ფიქრობდნენ საკითხი სწრაფ გადაწყვეტას ექვემდებარებოდა, თუმცა პროცესი გლობალური ავარიის გამო რამოდენიმე საათით შეჩერდა.

ოფისები, რომლებიც მართვის მოწმობებს გასცემდნენ, ასევე სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციას ანხორციელებდნენ, მონაცემთა ბაზასთან წვდომა აღარ ჰქონდათ. ავარიის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

აქვე შეგახსენებთ, რომ ამერიკაში ბოლოს მსგავსი შემთხვევა, როდესაც ქსელის სრული გათიშვა მოხდა, 2018 წლის მაისში დაფიქსირდა.

წყარო

Facebook Comments