მართვის მოწმობა NYS

ვინც ერთხელ მაინც ყოფილა ა.შ.შ-ში დამეთანხმება რომ აქ მანქანის გარეშე რთულია ცხოვრება, განსაკუთრებით კი სამხრეთ შტატებში სადაც ქალაქის ისეთნაირად არის მოწყობილი რომ ა წერტილიდან ბ წერტილამდე მანქანის გარეშე ვერ გადაადგილდებით, ხშირად საზოგადოებრივი ტრანსპორტიც არ არის განვითარებული ან საერთოდ არ აქვთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ნიუ-იორკის მაგალითით ნუ იმსჯელებთ სადაც თითქმის ქალაქის ყველა წერტილშია შესაძლებელი მოხვედრა, დღის ნებისმიერ მონაკვეთში. თუმცა ნიუ-იორკშიც საჭიროა მანქანა, თუ ისეთ მიუწვდომელ ადგილებში ცხოვრობთ სადაც მეტრო არ მიდის ან ავტობუსის გაჩერება შორს არის სახლიდან და მუშაობთ ქალაქის ცენტრში. ბევრი დამსაქმებელი უფრო მარტივად დაგასაქმებთ თუ მართვის მოწმობა გაქვთ.

გაითვალისიწინეთ, ა.შ.შ-ში ყველა შტატს თავისი საგზაო წესები აქვს და გამოცდაც კონკრეტული შტატის წესების თანახმად ტარდება. თუ ქვეყანაში დროებით ხართ, ტურისტული ვიზებით ჩამოსული ადამიანები აქ ყოფნის პირველ 90 დღეს უპრობლემოდ გამოიყენებენ სამშობლოში აღებულ მართვის მოწმობას. რადგანაც საქართველო საერთაშორისო მართვის მოწმობებეს გასცემს მისი გამოყენება მანქანის ქირაობისასაც გამოგადგებათ და დროებით მანქანის დაზღვევსაც გააფორმებთ. იმ შემთხვევაში, თუ შტატებში ხანგრძლივი პერიოდით ხართ, სასწავლოთ, სამუშაოდ ან სხვა ნებისმიერი არასაემიგრაციო ვიზით, მაშინ უნდა აიღოთ იმ შტატის მართვის მოწმობა სადაც აპირებთ დასახლებას. მაგალითისთვის, ნიუ-იორკის შტატი გაძლევთ 30 დღეს ამისთვის ხოლო ნიუ-ჯერზის შტატი 60 დღეს, ხოლო კალიფორნიის შტატი მხოლოდ 10 დღეს გაძლევთ და უნდა მოასწროთ ამ დროში საბუთების მოგროვება და ახალი მართვის მოწმობის აღება. არ აქვს მნიშვნელობა გქონდათ მართვის მოწმობა სამშობლოში თუ არა, აქ ჩამოსულმა აუცილებლად უნდა ისწავლოთ იმ შტატის მოძრაობის წესები სადაც ხართ რეზიდენტი. საბუთების და მოთხოვნების ჩამონათვალს ნახავთ ამ საიტზე DMV. სტატიაში შევეცდები ნაბიჯ-ნაბიჯ განმარტებები და რჩევები მოგცეთ, ძირითადად შევეხები ნიუ-იორკის შტატს. 1. ისწავლეთ თქვენი შტატის მოძრაობის წესები  შეგიძლიათ გადმოტვირთოთ ეს წიგნი ან ნებისმიერ ავტომანქანების დეპრტამენტის ფილიალში ნახოთ, რომელსაც უფასოდ მოგცემენ.  წიგნი სხვადსხვა ენებზეა გამოცემული და თუ ინგლისურს კარგად არ ფლობთ მაგრამ ფლობთ რუსულს, შეგიძლიათ რუსული თარგმანით ისწავლოთ. მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდაზე ზუსტად, 100% იგივე კითხვებია რაც მოცემულ წიგნში, მხოლოდ ერთი განსხვავებით, ბილეთების დაზუთხვა რომ გამორიცხონ, სიტყვებია გადაადგილებული, თუმცა აზრი იგივეა. (შესაკრებელის გადანაცვლებით ჯამი არ იცვლებას პრინციპია 😉 ) ასევე არ გირჩევთ ქართულად ტესტების დასწავლას, ისევ აჯობებს როგორმე ისწავლოთ ინგლისურად, ენის ათვისებაშიც დაგეხმარებათ და თქვენს ტვინს კოგნიტური დისონანსიგან გაანთავისუფლებს. გირჩევთ ამ ძალიან კარგი და მოსახერხებელი აპლიკაციის გამოყენებას რომელიც 100% კარგად მუშაობს. აპლიკაციას ყველა შტატი ცალ-ცალკე აქვს მოცემული და აიფონის ოპერაციულ სისტემაზე მუშაობს. ხშირად როდესაც მართვის მოწმობას იღებთ პირველად ა.შ.შ-ს კანონმდებლობის თანახმად ვალდებული ხართ ასევე გაიაროთ Traffic Law & Substance Abuse Education Course. რომელიც ფლორიდაში 4, ნიუ-იორკში 5 საათიანი ლექციებისგან შეგდება, ხოლო ვაშინგტონში სავალდებულოა 30 საათიანი თეორია და მინიმუმ 6 საათი პრაქტიკა. ნიუ-ჯერზის შტატში საერთოდ არ დაგჭირდებათ მსგავსი კურსები და შესაძლებელია სამშობლოში აღებული მართვის მოწმობის გადაცვლა აქაურიში. სწორედ ამიტომაც ყველა ცდილობს ნიუ-ჯერზისი აიღო მოწმობა. ადგილობრივები ხუმრობენ კიდეც, თუ დაინახავთ მანქანას ნიუ-ჯერზის სანომრე ნიშნები უკეთია უფრთხილდით და გაეცალეთ. ლექციების დროს გამახვილებული იქნება ყურადღება ნარკოტიკულ და ალკოჰოლურ ნოვთიერებებზე და მათ ზემოქმედებაზე ავტომანქანის ტარებისას, გაცნობენადგილობრივ წესებს და გაჩვევენ უსაფრთხო ტარებას. ტესტირების პროგრამა ისეთნაირად არის შედგენილი, რომ არ მოგცემთ მოტყუების საშუალებას. სხვადსხვა შტატში ონლაინ არის შესაძლებელი ამ კურსების გავლა, თუმცა ნიუ-იორკში ავტო-სკოლაში უნდა მიხვიდეთ. ზოგიერთ შტატში ამ სერტიფიკატის გარეშე თეორიულ გამოცდაზე არ დაგიშვებენ, თუმცა ნიუ-იორკში მხოლოდ პრაქტიკულ გამოცდაზე დაგჭირდება, ამ სერტიფიკატის გარეშე გამომცდელი არ დაიწყებს გამოცდას. ამ საიტზე ნახავთ თეორიული გამოცდების მასალას, ნებისმიერი შტატისთვის. მუშაობს სმარტფონებზე, ტაბლეტებზე და კომპიუტერზე. 2.საჭირო საბუთების მოგროვება საჭირო დოკუმენტების სია შეიძლება განსხვავდებოდეს სხვადსხვა შტატში, თუმცა საერთო ჯამში ჩამოანთვალი დიდად არ განსხვავდება. ნიუ-იორკში ქულების სისტემით სარგებლობენ, ანუ დაგჭირდებათ 5 ქულა რომ დაშვებულ იქნათ გამოცდაზე. თითო მოთხოვნილ დოკუმენტს თითო ქულა აქვს.
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, შტატის აიდი, მწვანე ბარათი, ნატურალიზაციის დოკუმენტი ან საზღვარგარეთის პასპორტი.
  • SS ნომერი, ან თუ არ გაქვთ მაშინ წერილი საიმიგრაციოდან რომ თქვენ არ გეკუთვნით SSN. ამ ცნობას მარტივად აიღებთ, თუ მიაკითხავთ SS მომსახურების ოფისში, წარადგენთ თქვენს ქართულ პასპორტს და საცხოვრებელ მისამართს.
  • მისამართის მტკიცებულებად უნდა წარადგინოთ 2 დოკუმენტი, ამ შემთხვევეაში გამოგადგებათ: ქირავნობის ხელშეკრულება, ჟურნალების, კოუმუნალურები, მობილურის ანდა ბანკის ამონაწერი თუ მოგდით თქვენ სახელზე და თქვენ მისამართზე, ასევე შეგიძლიათ საბანკო ჩეკიც წარადგინოთ. იმ შემთხვევაში თუ თქვენს სახელზე არანაირი მისამართი არ ფიქსირდება, ზოგიერთ შტატში: მაგალითად ფლორიდაში და კალიფორნიაში შეგიძლიათ წარმოადგინოთ თავმდები პირის წერილი, რომელშიც ის ადასტურებს თქვენს ცხოვრებას მის მისამართზე. ასევე გამოგადგებათ ორი სხვადასხვა საკრედიტო ბარათიც.
  • ფორმა I-9. ეს ფორმა უნდა იყოს შემოსვლიდან არაუგვიანეს 2 თვისა და ადასტურებდეს ქვეყანაში თქვენს ლეგალურ ყოფნას. თუ ვიზას ვადა აქვს გასული მაგრამ ქვეყანაში მაინც ლეგალურად იმყოფებით, უნდა წარმოადგინოთ ფორმა  I-797, რომელიც დაადასტურებს თქვენს ლეგალურ სტატუსს.
  • ლეგალური სტატუსის ნებისმიერი დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
  • უსაფრთხო მართვის სასწავლო კურსის სერტიფიკატი. თუმცა უნდა გადაამოწმოთ, შესაძლოა თქვენი შტატი არ ითხოვს ამ დოკუმენტს თეორიული გამოცდისთვის. მაგალითად ფლორიდის შტატში ამ სერტიფიკატის წარდგენა არ დაგჭირდებათ, რადგანაც თეორიული გამოცდის შემდეგ ავტომატურად ხვდებით ავტო-სკოლის ბაზაში, მაგრამ ნიუ იორკში ის აუცილებლად დაგჭირდებათ და ასევე ამ სერტიფიკატის წარდგენისას სადაზღვეო კომპანია ფასდაკლებსაც მოგცემთ.
ზემოთ ჩამოთვლილ დოკუმენტებს აუცილებლად უნდა დაურთოთ თან შევსებული აპლიკაცია, რომლის სახელი ყველა შტატს სხვადსხვა აქვს. ნიუ-იორკის შტატისთვის ეს არის.  სხვა შტატებისთვის მოიძიეთ კონკრეტული შტატის ავტომანქანების დეპრტამენტის საიტები. ამ ანკეტაში შეგყავთ თქვენი ბიომეტრული მონაცემები. სიმაღლე, წონა, თვალისა და თმის ფერი. როდესაც ყველა საჭირო ქულას დააგროვებთ, გადაგამისამართებენ თეორიულ გამოცდაზე, გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში მხედველობის ტესტირებას ჩაგიტარებენ (იქვე). თუ კონტაქტურ ლინზებს იყენებთ ამოგაღებინებენ. იშვიათად მაგრამ შესაძლოა როგორც უცხოელს მოითხოვონ თქვენი პიროვნების დამატებითი შემოწმება, არ გაგიკვირდეთ ხანდახან ხდება ხოლმე ასე. ეს შემოწმება 2-3 კვირაში დასრულდება. 3.თეორიული გამოცდა ტესტები მხოლოდ კომპიუტერით ბარდება, ხელით შევსება აღარ ხდება. ტესტს ექნება 3 არასწორი და 1 სწორი პასუხი. ტესტების კითხვები 15-დან 40-მდეა, დამოკიდებულია რომელ შტატში აბარებთ, მაგალითად ნიუ-იორკში მხოლოდ 20 კითხვაა და 80%-ზე სწორი პასუხი უნდა გასცეთ ტესტი ჩაბარებულად რომ ჩაითვალოს. თუ ინგლისურს ცუდად ფლობთ და გირჩევნიათ ტესტი რუსულად ჩააბაროთ ან სხვა, რომელიმე ევროპულ ან აზიურ ენაზე, მაშინ რეგისტრაციისას უნდა მიუთითო და თქვენ მოგეცემათ ამის შესაძლბელობა. ძალიან ხშირად მსმენია რომ ვიღაც აბარებს ქართულად თეორიულ გამოცდას, თუმცა ვერასდროს, ვერავინ აღწერს ზუსტად  რა პროცესია, როგორ ხდება ქართულად ჩაბარება. ასე რომ ვერაფერს გეტყვით რამდენად რეალურია ქართულად ტესტების ჩაბარება. ტესტირებისას მობილურის გამოყენება ან ე.წ. “შპარგალკით” სარგებლობა კანონდაღვევაა და აუცილებლად დაგატოვებინებენ ტესტირებას, ისე რომ არც კი დაგაცდიან დასრულებას ან განმარტებას. ბევრს ეს გამოცდები ძალიან რთული ჰგონია, თუმცა რეალურად თუ ნამდვილად იცი მართვის წესები და საქართველოშიც გქონდა მართვის უფლება, მაშნ არ გაგიჭრდებათ, არსებითი სხვაობა არ არის. ნიუ იორკის შტატში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ალკოჰოლისა და ნარკოტიკის მოხმარებას საჭის მართვისას, ხშირად ისე ხდება რომ ტესტების კითხვების 50% მხოლოდ ალკოლოსა და ნარკოტიკების გარშემოა. ასევე, სხვაობა მანძილის საზომ ერთეულშია, ნაცვლად კილომეტრისა მაილი და ნაცვლად მეტრისა ფიტი. 10კმ = 6.2 მაილს და 10 მეტრი = 32.8 ფიტს. თუ ჩაიჭრებით თეორიულ გამოცდაზე, შეგიძლიათ კიდევ და კიდევ სცადოთ, ამ შემთხვევაში არ ხართ შეზღუდული, თუმცა, დღეში მხოლოდ ერთხელ შეგიძლიათ ტესტის ჩაბარება, მეორე დღეს მარტივად გადააბარებთ. 4. მანქანის მართვის სწავლა ბევრ თქვენგანს შესაძლოა არ დასჭირდეს მართვის სწავლა, თუმცა კარგი იქნება 1-2 საათით თუ ინსტრუქტორთან ერთად გაატარებთ, რადგანაც ზოგადად შტატებში და განსაკუთრებით ქალაქ ნიუ იორკში ძალიან თავისებურად ატარებენ მანქანებს რის გამოც პრაქტიკა არ გაწყენდათ. ამის ყველაზე მარტივი მაგალითია “all way stop” და “stop” ნიშანთან მოქცევა. მარჯვენა ან მარცხენა პარკინგის წესები, ის თუ რატომ ითხოვენ ტროტუართან კონკრეტულ დისტანციას ან რატომ უნდა გაჩერდეთ მსუყე თეთრ ხაზთან და არა მასზე ან მის შემდეგ, ამ ყველაფერს ძალიან პრაქტიკული მიზეზები და ახსნები აქვს, ასე რომ ნუ გაყეყეჩდებით, არაფერია სამარცხვინო იმაში თუ რამდენიმესაათიან მართვის გაკვეთილებს გაივლით. მას შემდეგ რაც თეორიულ გამოცდას ჩაბარებთ, გადმოგცემენ ‘Learner’s permit’-ის რომლის მიხედვით თქვენ შეგიძლიათ ავტოსკოლაში დაიწყოთ სიარული, ან ვინმე გამოცდილ მძღოლთან ერთად ატაროთ მანქანა, თუმცა კონკრეტული დროის მონაკვეთში, დილის 5 საათიდან საღამოს 9 საათამდე. ამავდროულად თქვენ არ გაქვთ უფლება გამოიყენოთ ე.წ. ჰაივეი, ხიდები, გვირაბები და სხვა საგზაო ნაგებობები, პოლიცია თუ გაგაჩერებთ და თქვენ მხოლოდ ‘Learner’s permit’ ანახებთ, ამის გამო შესაძლოა რაღაც პერიოდის განმავლობაში დაემშვიდობოთ მართვის მოწმობას და ჯარიმაც დაიმსახუროთ. ამიტომაც, გამოიყენეთ მხოლოდ ლოკალური ქუჩები და მცირედ დასახლებული პუნქტები. მას შემდეგ რაც აიღებთ “უსაფრთხო მგზავრობის სერტიფიკატს” მზად ხართ გახვიდეთ პრაქტიკულ გამოცდაზე, ან როგორც აქ უწოდებენ  Road Test. შტატებში თითქმის არავინ აბარებს მექანიკური გადაცემის კოლოფზე, ყველა ავტომატური გადაცემის კოლოფიანი მანქანით სარგებლობს, თუმცა, თუ თქვენს მანქანას მექანიკური გადაცემა აქვს მაშინ უნდა ჩაწეროთ ეს ანკეტაში. პრაქტიკული გამოცდის 3 უფასო ცდა გაქვთ, შემდეგი გამოცდები უკვე ფასიანი იქნება. პრაქტიკის დროს აუცილებელი წესია, რაც შეიძლება ნაკლებად დაძაბული და ნერვიული მოეჩვენოთ გამომცდელს, ეცადეთ ბევრი იღიმოთ და უდარდელი მოეჩვენოთ. ასევე, უკანა ხედვის სარკეების გამოყენება დიდად არ არის რეკომენდირებული, რადგანაც აქაურ გამომცდელებს ურჩევნიათ თავი ატრალოთ და 100% იყოთ დარწმუნებული უსაფრთხოებაში, რადგანაც როგორც ფიზიკიდან ვიცით, სარკეები ამრუდებს საგნის მდგომარეობის რეალურ მანძილს. უკუსვლისთვის მარჯვენა მხრიდან უნდა გაიხედოთ, მარცხნივ გასვლისას მარცხენა მხრის უკანა მხარეს იყურებით და პარკინგისას საერთოდ არ სარგებლობთ სარკით და ა.შ. (მახსოვს, ჩემი გამომცდელი გამიბრაზდა, პარკირებისას თვალს ვაპარებდი სარკეს და მოკეცა სარკე :). შეიძლება ბევრს გაეცინოს, თუმცა მგონია მაინც საჭიროა ამის დაწერა, თუ რაზე ამახვილებენ ყურადღებას გამოცდისას. ამ წესების დაცვა 100%-იან გარანტიას არ იძლევა რომ გექნებათ მართვის უფლება, თუმცა 50-60% დაკმაყოფილდება გამომცდელი და დარწმუნდება რომ თქვენი დაშვება გზაზე უსაფრთხოა.პარკირების მანევრირებზე შეიძლება დახუჭოს თვაკლი გამომცდელმა, თუმცა არა შემდეგ პუნქტებზე, თან გაითვალისწინეთ, გამომცდელი ყოველ თქვენს მანევრს ინიშნავს სპეციალურ აპლიკაციაში.
  1. ყურადღებით იყავით ნიშნებთან, გაჩერდით STOP ნიშანთან, არანაკლებ 3 წამისა, თუ გავიდა ეს დრო და ამ დროს ქვეითია გზად, უნდა დაუთმოთ და არ ეცადოთ გადასწრება.
  2. სანამ დაქოქავთ მანქანას დაიძვრებით, გაასწორეთ უკუხედვის სარკე და მოირგეთ თქვენს მხედველობაზე ყველა არსებული სარკე, ასევე არ დაგავიწყდეთ ღვედის შეკვრა.
  3. გზა ყოველთვის ქვეითს ეკუთვნის, მიუხედავად იმისა აღვევს ის საგზაო წესებს თუ არა. თქვენ ხართ პასუხისმგებელი რომ არ დაარტყათ მანქანა. რა თქმა უნდა გამოუვალი სიტუაციებიც არსებობს, თუმცა ამაზე არ გვინდა საუბარი.
  4. როდესაც ტოვებთ პარკინგს, უკან დაიხიეთ მაქს 2 მეტრამდე, და გაიხედეთ უკან, მარჯვენა მხრიდან.
  5. რაც უფრო დიდია ქალაქი მით მეტია შანსი პარალელური პარკინგი მოგთხოვოს გამომცდელმა, მაგრამ მერილენდში, ფლორიდაში, კალიფორნიაში გამომცდელი პერპენდიკულარულ პარკირებას ითხოვს. ასე რომ ნიუ იორკში პარკირებისას, დაიცავით 5 სანტიმეტრიანი დისტანცია, ეს კეთდება იმისთვის, რომ წვიმის დროს, წყლის ნაკადს ხელი არ შეეშალოს და სადრენაჟო სისტემაში ადვილად მოხდეს წყალი.
  6. შემოტრიალების შესრულება (3-point turn ან K-turn) ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტია გამოცდაზე, ასე რომ სანამ გამოცდაზე გახვალთ კარგად უნდა “დაამუღამოთ”.
  7. ტარებისას უსაფრთხო მანძლის შენარჩუნება და მოხვევის ციმციმას გამოყენება. ციმციმების გამოყენება მინ: 15 მეტრში იწყებთ და არა როგორც საქართველოში – მოხვევისას. (ციმციმა aka პავაროტნიკი)
  8. საჭის სწორი პყრობა, რაც ნიშნავს რომ თქვენი ხელები უნდა იყოს 10 და 2 საათის მიმართულებაზე, ბევრ თანამედროვე მანქანას უკვე ქარხნული წესით აქვს სპცეიალური ნიშნები. რა თქმა უნდა შესაძლოა თქვენ სხვაგავარად უფრო გიმარტივდებათ ტარება, თუმცა ამჯერად თავი შეიკავეთ და მართვის მოწმობის შემდეგ ატარეთ ერთი ხელით ან თუნდაც ღიპით 😉
  9. ასევე მნიშვნელოვანია გამომცდელის ბრძანებებს დაემორჩილოთ და მანქანით იქით გაუხვიოთ სადაც ის გეტყვით ან გააჩეროთ და “მიპარკინგდეთ”  ასევე მანქანის დამუხრუჭება უნდა მოხდეს ძალიან რბილად, ყოველგვარი მკვეთრი მოძრაობის გარეშე.
ეს ის “ოქროს წესებია” რომელიც გამოცდაზე წარმატების მნიშვნელოვანი საწინდარია. იმედია ასე არასდროს დააპარკიგნებთ მანქანას 🙂 გამომცდელი თუ დარწმუნდა, რომ თქვენი გზებზე გაშვება უსაფრთხოა არამარტო თქვენთვის, არამედ სხვა მძღოლებისთვისაც, გამოცდა ჩაბარებულად გეთვლებათ, გამომცდელი იქვე, მანქანაშივე ამოგიბეჭდავთ ქვითარს, რომელიც უნდა შეინახოთ, რადგანაც სანამ თქვენი მართვის მოწმობა მოვა ფოსტით, შეგიძლიათ ამ ქვითრით ატაროთ მანქანა. თუ ვერ ჩააბარებთ პირველივე ცდაზე ნუ დაღონდებით, 2 კვირაში კიდევ ერთი გამოცდის დანიშვნა შეიძლება. გაითვალისწინეთ, თუ მართვის მოწმობის აღებიდან 6 თვის ვადაში გაგაჩერათ პოლიციამ: სიჩქარის გადაჭარბებისთვის, საჭესთან მობილურის გამოყენებისთვის, ავარიული სიტუაციის შექმნისთვის ან ხაზების ციმციმას გარეშე შეცვლისას, თქვენ დაკარგავთ მართვის უფლებას, მინიმუმ 6 თვით. მართვის მოწმობის საფასური სხვადასხვა შტატში განსხვავებულია. მაგ: ნიუ ჯერზიში 24$ ღირს, კალიფორნიაში 33$ და ფლორიდაში 48$-ს შეადგენს. ნიუ იორკის შტატში რთული გამოსათველია ზუსტად რა დაგიჯდებათ მართვის მოწმობის ბარათი, თუ ხართ 21 წელს ზემოთ და ცხოვრობთ ქალაქ ნიუ იორკის რომელიმე რაიონში 73$-დან 82$-მდე დაგიჯდებათ, თუმცა შტატის ტერიტორიაზე ყველა ქალქსა და დაბას თავისი ფასები აქვს.