EB-5 ვიზის კატეგორიის ცვლილებები.

საზღვრის დაცვისა და იმიგრაციის საგენტომ დაანონსა ახალი რეგულაციის შესახებ, რომელიც შეეხება EB-5 ვიზის კატეგორიას. ლაპარაკია ინვესტორის საიმიგრაციო ვიზაზე, რომელსაც საკონსულოები გასცემს იმ პირებზე ვისაც სურს აშშ-ში განახორციელოს ინვესტიცია.

ძველი სქემით, პოტენციურ ინვესტორს ევალებოდა 500,000$ დოლარის ჩადება რომელიმე სფეროში, რომელშიც დაასაქმებდა 10-მდე აშშ მოქალაქეს/რეზიდენტს. ახალი რეგულაციისთ კი ეს თანხა გაიზრდება 1 მილიონ 300,000-მდე დაბალი აქტივობის ზონებში და დანარჩენ ზონებში 1 მილიონ 800,000-მდე.

ექსპერტების აზრით, ეს ცვლილება ტრამპი საიმიგრაციო პოლიტიკის ნაწილია, თეთრი სახლი ამ გზაით ცდილობს გააკონტროლოს და შეზღუდოს მიგრაცია. ამ საიმიგრაციო კატეგორიით ყველაზე ხშირად სარგებლობენ: ჩინეთის, რუსეთის ფედერაციის, ისრაელისა და ინდოეთის მოქალაქეები.

აღნიშნული ცვლილება ძალაში შევა 45-50 დღის ვადაში.

წყარო

Facebook Comments