ხაშურელი ელენე გოგალაძე სან ფრანცისკოს უნივერსიტეტში 100%-იანი დაფინანსებით ჩაირიცხა

1553068251553753ხაშურელი გოგონა ელენე გოგოლაძე სან ფრანცისკოს უნივერსიტეტში, 100 %-იანი დაფინანსებით ჩაირიცხა. ელენეს წარმატების შესახებ ინფორმაცია ხაშურის მე-4 საჯარო სკოლის ფეისბკგვერდზე გამოქვეყნდა, სწორედ ამ სკოლაში სწავლობს ელენე.
„რა არის საჭირო დიდი მიზნის მისაღწევად?

ნიჭი? თავდაუზოგავი შრომა? იღბალი? – დიახ, ეს ყველაფერი და კიდევ მიზანდასახულობა და დიდი სიმამაცე! ყველა ეს თვისება გააჩნია ჩვენი სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეს, ელენე გოგალაძეს! და აი, შედეგიც: ამ პატარა გოგომ წარმოუდგენელ წარმატებას მიაღწია : ის ჩაირიცხა ეკონომიკის ფაკულტეტზე Minerva Schools at KGI- ში (Keck Graduate Institute) , რომელიც ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტია და იღებენ განმცხადებლების 2%- ზე ნაკლებს.

ის ჰარვარდის ყოფილი დეკანის ბენ ნელსონის დაარსებულია. უნივერსიტეტი მდებარეობს სან- ფრანცისკოში, კალიფორნიაში, სადაც სტუდენტები პირველი წლის განმავლობაში სწავლობენ, შემდეგ კი 6 სხვადასხვა ქალაქში და ქვეყანაში ატარებენ თითოეულ სემესტრს. ეს ქალაქებია : სეული, ბერლინი, ლონდონი, ტაიპეი, ბუენოს – აირესი და ჰაიდერაბადი (ინდოეთი). ანუ საბოლოოდ სტუდენტები ბაკალავრიატზე სწავლის დროს 7 სხვადასხვა ქვეყანაში და ქალაქში სწავლობენ.

ელენემ მოიპოვა უნივერსიტეტში სწავლის სრული დაფინანსება და იცხოვრებს ამ სახელოვანი უნივერსიტეტის კამპუსში.

ჩვენო საამაყო და საყვარელო გოგო, გილოცავთ ამ დიდ გამარჯვებას და გისურვებთ მომავალშიც უდიდეს წარმატებებს! გვჯერა , რომ კიდევ ბევრჯერ ასახელებ შენს ოჯახს, სკოლას და ქალაქს!“

Facebook Comments

დაგხვეხმარეთ, რათა შევძლოთ სხვების დახმარება

ალბათ დაგვეთანხმებით, რომ იმიგრაციის პროცესი რთულია, განსაკუთრებით მაშინ რთულდება, თუ არავინ გყავს ვინც შეიძლება დაგეხმაროს და დაგაკვალიანოს. ჩვენი საიტის მიზანი სწორედ ეს გახლავთ, დაკვალიანება/დახმარება და იმიგრაციის პროცესის გამარტივება.

სავარაუდოდ ბევრ თქვენგანს დავეხმარეთ კიდეც უკვე, ჩვენი საიტი და ფეისბუქ გვერდი აქტიურ რეჟიმში აქვეყნებს იმიგრაციის პროცესისთვის საჭირო ინფორმაციას და ასევე ვპასუხობთ თქვენს კითხვებს რომელიც ეხება იმიგრაციის პროცესს და აქ დაფუძნებას.

საიტის შენახვა და კონტეტით გამდიდრება გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული, როგორც შენიშნეთ, ჩვენს საიტზე არ იდება რეკლამები, ამიტომაც საიტს არ გააჩნია შემოსავალი გარდა ცალკეული შემთხვევებისა, როცა ჩვენ, საკუთარი ხარჯებით ვფარავთ საიტის ტექნიკური გამართვისა და შენახვის ხარჯებს. სწორედ ამიტომ, გთხოვთ დახმარებას, რათა შენარჩუნდეს ეს საინფორმაციო რესურსი, რომელიც უანგაროდ ემსახურება სათვისტომოს.