საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმება​ზე საფრანგეთთან შეთანხმება მიღწეულია

საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ ლეგალური დასაქმება ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე, ამას განვიხილავთ როგორც მნიშვნელოვან პრევენციულ ნაბიჯს, იგივე თავშესაფრის მაძიებლის ზრდის კონტექსტში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ბრიუსელში განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმება​ზე საფრანგეთთან შეთანხმება მიღწეულია.

ამასთან, მინისტრის ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხზე საპილოტე პროექტები არსებობს.

„ჩვენ უკვე ბევრ ქვეყანასთან გვაქვს დაწყებული ორმხრივი დიალოგი. საფრანგეთთან მიღწეულია შეთანხმება. ვმუშაობთ ასევე გერმანიასთან, პოლონეთთან, ვმუშაობთ ბალტიისპირეთის ქვეყნებთან, რუმინეთთან, პორტუგალიასთან. ასევე ევროკავშირის არაწევრ ქვეყანასთან, ისრაელთან.

გარდა ამისა, ცალკეული საპილოტე პროექტები ხორციელდება მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად და უკვე კონკრეტული შედეგები ამ მიმართულებით არის. ბუნებრივია, მომავალში ძალიან აქტიურად განვავითარებთ ამ მიმართულებას, რადგან ამას განვიხილავთ სწორედ ხალხთაშორის ურთიერთობის კონტექსტში და ამას განვიხილავთ როგორც მნიშვნელოვან პრევენციულ ნაბიჯს, იგივე თავშესაფრის მაძიებლის ზრდის კონტექსტში. ასე რომ, ეს ერთ-ერთი მთავარი, პრიორიტეტული მიმართულებაა.

უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფიც შექმნილი გვაქვს, სადაც ჩართულია შესაბამისი სამინისტროები, ჯანდაცვის სამინისტრო, განათლების, საგარეო საქმეთა სამინისტროები და მომავალში ამ მხრივ ჩვენ უფრო კონკრეტულ ნაბიჯებს გადავდგამთ. ისრაელთან დაწყებულია მოლაპარაკებები. გვაქვს მათი მხრიდან მზაობა, რომ ამ მიმართულებით გადაიდგას შემდგომი ნაბიჯები და ვმუშაობთ ამ მიმართულებაზე“,- განაცხადა ზალკალიანმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავს მიეძღვნა.

წყარო

Facebook Comments

დაგხვეხმარეთ, რათა შევძლოთ სხვების დახმარება

ალბათ დაგვეთანხმებით, რომ იმიგრაციის პროცესი რთულია, განსაკუთრებით მაშინ რთულდება, თუ არავინ გყავს ვინც შეიძლება დაგეხმაროს და დაგაკვალიანოს. ჩვენი საიტის მიზანი სწორედ ეს გახლავთ, დაკვალიანება/დახმარება და იმიგრაციის პროცესის გამარტივება.

სავარაუდოდ ბევრ თქვენგანს დავეხმარეთ კიდეც უკვე, ჩვენი საიტი და ფეისბუქ გვერდი აქტიურ რეჟიმში აქვეყნებს იმიგრაციის პროცესისთვის საჭირო ინფორმაციას და ასევე ვპასუხობთ თქვენს კითხვებს რომელიც ეხება იმიგრაციის პროცესს და აქ დაფუძნებას.

საიტის შენახვა და კონტეტით გამდიდრება გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული, როგორც შენიშნეთ, ჩვენს საიტზე არ იდება რეკლამები, ამიტომაც საიტს არ გააჩნია შემოსავალი გარდა ცალკეული შემთხვევებისა, როცა ჩვენ, საკუთარი ხარჯებით ვფარავთ საიტის ტექნიკური გამართვისა და შენახვის ხარჯებს. სწორედ ამიტომ, გთხოვთ დახმარებას, რათა შენარჩუნდეს ეს საინფორმაციო რესურსი, რომელიც უანგაროდ ემსახურება სათვისტომოს.