სექსუალური ხასიათის ფოტოების უნებართვოთ გაგზავნა დანაშაულია.

თექსისის შტატში ძალაში შევიდა კანონი, რომლის მიხედვით შიშველი და სექსუალური ხასიათის ფოტოების (სადაც გენიტალიებია აღბეჭდილი) თვითნებური დაგზავნა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებად მიიჩნევა.

უნებართვოთ და ადრესატის თანხმობის გარეშე გაგზავნილი ციფრული მასალა შტატის კანონის მიხედვით მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებად იქნება მიიჩნეული. ასეთი ქმედება ჩაითვლება დანაშაულად (Class C misdemeanors.) და დაისჯება ჯარიმით 500$-ის ოდენობით ან 30 დღიანი პატიმრობით, ანდა ორივე ერთად.

კანონის ავტორების თქმით, ეს დაიცავს იმ ათასობით არასრულწლოვანს, ქალსა და მამაკაცს, რომელიც ხშირად გამხდარა ასეთი ქმედების მსხვერპლი და მათ არ ჰქონიათ შესაბამისი საკანონმდებლო ინსტრუმენტი. ამიერიდან, დანაშაულია ასეთი ტიპის ფოტომასალის გაგზავნა ციფრული ან ბეჭდური სახით. მოკლე ტექსტური შეტყობინების, ფეისბუქის, თვითერის, ინსტაგრამის ანდა სხვა რომელიმე სოციალური ქსელის პლატფორმის გამოყენებით.

შეგახსენებთ, მსგავსი კანონი უკვე მოქმედებს შედეგ შტატებში: ვაშინგტონი, პენსილვანია და ნიუ ჯერზი. (რედ)

კანონის ციფრული ვერსია წყარო

Facebook Comments