ვიზის გახანგრძლივების პროცუდურა მარტივებდა – USICS-ის სიახლე

კარგი სიახლე საიმიგრაციო სააგენტოს მუშაობაში, ამიერიდან ვიზის გახანგრძლივების (ინდივიდუალური აპლიკაციის შემთხვევაში) პროცედურა ონლაინ იქნება შესაძლებელი და ფოსტით გაგზავნა აღარ იქნება საჭირო. ეს ნიშნავს იმას რომ ნაკლები დრო დაიხარჯება გაგზავნა-მიღების პროცესისას. აგრეთვე ონლაინ გაგზავნილი აპლიკაციის დახმარებით, USICS-სთან პირდაპირი კომუნიკაცია იქნება შესაძლებელი.

ვიზის გახანგრძლივების ონლაინ პროცედურით, შემდეგი კატეგორიის ვიზის მფლობელები შეძლებენ.

  • B-1 დროებითი ვიზიტორი – ბიზნეს ვიზიტი.
  •  B-2 დროებითი ვიზიტორი – ტურისტი;
  •  F-1 აკადემიური მისიით შემოსული სტუდენტი
  •  F-2 აკადამიური მისიით შემოსული სტუდენტის მეუღლე, შვილი.
  •  M-1 არა-აკადემიური მისიით შემოსული სტუდენტები
  •  M-2 არა-აკადამიური მისიით შემოსული სტუდენტის მეუღლე, შვილი.

იმ შემთხვევაში, თუ F-2 და M-2 ვიზის მფლობელების ვიზის ვადა იწურება, ხოლო მეუღლეების/შვილების ვიზას ვადა სხვა პერიოდში გასდის, მათ ცალ-ცალკე შეუძლიათ აპლიკაციის გაგზავნა, მაგრამ თუ ვიზებს ერთნაირი ვადა აქვთ, მაშინ ერთად უნდა გაიგზავნოს  Form I-539 აპლიკაციები და მხოლოდ ფოსტის საშუალებით. შეგახსენებთ, რომ აქამდე შესაძლებელი იყო 97 ფორმის ონლაინ გაგზავნა.

წყარო

Facebook Comments