კარანტინთან დაკავშირებული ფედერალური ცვლილებები საგადასახადო ვადებში

IRS, ფედერალური შიდაშემოსავლების სამსახურმა დღეს, 20 მარტს ოფიციალურად გამოაცხადა გადასახადის გადახდის ვადის გადაწევა 15 ივლისამდე 2020.

ეს არ ნიშნავს იმას რომ ავტომატურად ის გადაიწევა თავისით. თქვენ, ბიზნესის მფლობელს თუ პერსონალურად გადასახადის გადამხდელს, მაინც დაგაჯარიმებენ თუ ოფიციალურ გადავადებას (extension) არ გაგზავნით ელექტრონულად თუ ქაღალდის სახით.

არის ორი ვარიანტი რათა ჯარიმის გარეშე გავსწორდეთ პერსონალური დეკლარაციით სახელმწიფოს წინაშე. აირჩიეთ რომელიც ხელსაყრელია თქვენთვის.

ვარიანტი # 1. ვგზავნით დეკლარაციას გამზადებულს გამოთვლილი ციფრებით გადასახადის გარეშე 15 აპრილამდე, და გადახდას გავაკეთებთ ჩეკით ან ტელეფონით 15 ივლისამდე დაჯარიმების და პროცენტის გარეშე.

ვარიანტი # 2. ვგზავნით გადავადებას თანხის გარეშე და დეკლარაციას ვგზავნით 15 ივლისამდე გადასახადთან ერთად ჯარიმის გარეშე.
ბიზნესის მფლობელების საყურადღებოდ. გადასახადის გადავადება არ ეხება S-Corporation, რადგან ბოლო ვადა იყო 15 მარტი და წესით, უკვე გადახდილი უნდა გქონდეთ, ეს ეხება მხოლოდ C-corporation ვისთვისაც ბოლო ვადაც არის 15 აპრილი.

მაგრამ ვისაც უკვე გაგზავნილი გაქვთ S-Corporation გადავადება ეს შეგეხებათ მხოლოდ ჯარიმაზე, მაგრამ პროცენტი მაიც დაემატება თუ გადასახადი არ გადაიხადეთ გადავადებასთან ერთად, რაც უმნიშვნელოა.

შეგახსენებთ, რომ ეს მხოლოდ ფედერალური რეგულაციაა და არ ვრცელდება შტატებზე. ნიუ იორკი ჯერ ჯერობით დუმს გადასახადის გადახდის გადავადებაზე, ასე რომ გირჩევთ ნიუ იორკს რამე მაინც გადაუხადოთ გადავადების გაგზავნასთან ერთად (ჩეკით თუ ელექტრონულად).

ასე რომ, პერსონალური დეკლარაციის გადახდის ვადა გადაიწია ივლისის 15 მდე, მაგრამ აუცილებელია რომ ოფიციალური გადავადება მაინც გაგზავნოთ 15 აპრილამდე.

თუ არ გაგზავნით გადავადებას, სახელმწიფო დაგაჯარიმებთ (ფედერალურიც და თქვენი შტატიც).

ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით მოამზადა დალი ხოხობაშვილმა

წყარო

Facebook Comments