ნიუ-იორკის დონორულმა ცენტრმა COVID-19-ით დაავადებულთა პლაზმის მიღება დაიწყო

ნიუ-იორკის სისხლის ცენტრმა იმ პაციენტების პლაზმის მიღება დაიწყო, რომლებიც კორონავირუსით გახლდათ დაავადებულნი.

”ნიუ-იორკის სისხლის ცენტრში პირველად მიიღეს იმ ადამიანების პლაზმა, რომლებმაც კორონავირუსი წარმატებით დაამარცხეს და სრულად გამოჯანმრთელდნენ.” – ნათქვამია ცენტრის საიტის განცხადებაში.

პაციენტები დახმარებას დონორისგან პლაზმური გზით მიიღებენ, რათა ანტისხეულებმა ვირუსით დაავადებული სხეული უფრო სწრაფად გაასუფთავონ.

აღნიშნული მკურნალობა აშშ- სურსათისა და წამლის ადმინისტრაციებმა ადრეც დაამტკიცეს.

შეგახსენებთ, რომ მთელს შეერთებულ შტატებში ვირუსმა 1000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. დაავადებულების რაოდენობით ნიუ-იორკი ლიდერობს, სადაც 200-მდე ადამიანია გარდაცვლილი.

წყარო

Facebook Comments