2019 წელს, ფლორიდაში A ჰეპატიტის 3400-მდე შემთხვევა დაფიქსირდა

ფლორიდის ჯანდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ 2019 წელს ამ კონკრეტულ შტატში A ჰეპატიტის 3400-მდე შემთხვევა დაფიქსირდა.

2020 წლის 4 იანვრის მონაცემებით, 3395 შემთხვევას ჰქონდა ადგილი. დაავადების მასშტაბებზე Panama City News Herald განცხადებას აკეთებს და ადასტურებს, რომ ბოლო წლებთან შედარებით ციფრები მატულობს.

დაავადების გამომწვევია ჰეპატიტის A ვირუსი, ინფექციის გადაცემის ძირითადი მექანიზმი ფეკალურ-ორალურია, ანუ დაავადება გადაეცემა წყლის, საკვებისა და საყოფაცხოვრებო ნივთების საშუალებით.
A ჰეპატიტს ახასიათებს პერიოდულობა და სეზონურობა. შემთხვევები მატულობს ზაფხულის მიწირულსა და შემოდგომაზე.

ჯანდაცვის დეპარტამენტის (Department of Health) წარმომადგენლები მოსახლეობას დროული ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ.

წყარო

Facebook Comments