კალიფორნიის შტატი კერძო ციხეებს აუქმებს.

2020 წლიდან კალიფორნიის შტატში ვერც ერთი კერძო კომპანია ვერ შეძლებს ციხის გახსნას ან მის მართვას – ასეთი გადაწყვეტილება მიიღო კალიფორნიის შტატის სენატმა.

კანონპროექტი რომელსაც კენჭი უყარა შტატის სენატმა, ცნობილია როგორც პროექტი AB32, სენატის წევრების განცხადებით ეს კანონი არის გიგანტური ნაბიჯი გადადგმული შტატის სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმისკენ, რომლის შედეგსაც მალე ნახავს კალიფორნიის შტატი.

ამ კანონის თანახმად აიკრძალება კერძო ციხეები, მათ შორის კერძო კომპანიების მმართველობაში არსებული სისხლის სამართლის, საიმიგრაციო და სამოქალაქო კოდექსის სასჯელაღსრულებისა და დროებითი დაკავების დაწესებულებები.

კერძო კომპანიების მმართველობაში არსებული ციხეები ცნობილია არაჰუმანუროი მოპყრობითა და განსაკუთრებით გაუსაძლისი პირობებით. ხშირად პატიმრებს ელემენტარულიჰიგიენის პირობებიც კი არ აქვთ დაცული, გარდა ამისა, კერძო ციხეებში პატიმრებს თვეობით უწევთ ექიმის რიგში დგომა და ზოგიერთი ცოცხალიც ვერ უსწრებს საკუთარ რიგს.

2018 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ანგარიში სადაც დეტალურად იყო აღწერილი ყველა ის არაადამიანური ფაქტი და ზოგადი სიტუაცია კერძო საპატიმროებში. ასევე, 2018 წელს გამოქვეყნდა საიმიგრაციო სააგენტოს გენერალური ინსპექტორის დასკვნაც, სადაც ის ადამიანისთვის შეუფერებელ პირობებზე საუბრობდა.

წყარო

Facebook Comments