საქართველოს მოქალაქეები რაოდენობრივად იკავებენ პირველ ადგილს საფრანგეთში პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნის რაოდენობის მიხედვით – განაცხადა პასკალ მენიემ

საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში – პასკალ მენიე

საქართველოში არ არის ისეთი სიტუაცია, რომ მისმა მოქალაქეებმა პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვონ, – განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, პასკალ მენიემ. ელჩის განცხადებით, საფრანგეთის პრიორიტეტია, საქართველოს ვიზალიბერალიზაცია შეუნარჩუნდეს.

საფრანგეთმა თავის დროზე მხარი დაუჭირა ვიზალიბერალიზაციას და ჩვენი მიზანი იყო, საქართველოს რაც შეიძლება მეტ მოქალაქეს ჰქონოდა შესაძლებლობა, დაუბრკოლებლად გადაადგილებულიყო ევროკავშირის ფარგლებში.

ჩვენი პრიორიტეტია, რომ ეს შენარჩუნდეს. ამას გარდა, საფრანგეთში მზარდია იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვენ. ეს ცოტა არ იყოს გაუგებარია, არ მოდის თანხვედრაში იმ სიტუაციასთან, რაც ხდება საქართველოში. საქართველოში არ არის ომი, არ არის ისეთი სიტუაცია, რომ მისმა მოქალაქეებმა მოითხოვონ პოლიტიკური თავშესაფარი. პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვენ ზოგადად დევნილები ან ის ადამიანები, რომლებიც რაღაც ტიპის დევნას განიცდიან. შესაბამისად, გვრჩება შთაბეჭდილება, რომ საქართველოს მოქალაქეები ერთგვარად ხდებიან იმ ადამიანების მანიპულირების მსხვერპლნი, რომლებიც ან შესაძლოა მათ პირდებიან რაღაცას ან არ არიან ინფორმირებული, რომ მათ პოლიტიკური თავშესაფრის მოძიება გაუჭირდებათ საფრანგეთში.

საქართველოს მოქალაქეები რაოდენობრივად იკავებენ პირველ ადგილს საფრანგეთში პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნის რაოდენობის მიხედვით“, – განაცხადა პასკალ მენიემ.

ელჩის თქმით, ეს არ არის მისაღები და პროცედურების მიხედვით, მათ მიმართ გატარდება შესაბამისი ზომები.

„მათ სავარაუდოდ ქვეყნიდან დეპორტაცია ელოდებათ. ჩვენი მიზანია, რომ სიტუაცია დარეგულირდეს და ამასთან დაკავშირებით საფრანგეთის მთავრობა საქართველოს მთავრობასთან ერთად მუდმივი მუშაობის რეჟიმშია. ჩვენ სამომავლოდ ველოდებით საფრანგეთის შს მინისტრის ვიზიტს საქართველოში.

სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც დასჯადს ხდის მსგავსი პროცედურებისთვის ხელშეწყობას.მოკლედ რომ შევაჯამოთ, საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც ჩამოდიან შენგენის ქვეყნებში, კონკრეტულად საფრანგეთში ტურისტულად, ახლობლების მოსანახულებლად ან ბიზნესმენები არიან, აქვთ ყველა საბუთი, უკან დასაბრუნებელი ბილეთები, ადგილზე ყოფნისთვის ყველა დამადასტურებელი საბუთი, მათი საფრანგეთში ყოფნა და ევროკავშირის ქვეყნებში ყოფნა არა მხოლოდ ნებადართულია, არამედ მათ მივესალმებით. სამაგიეროდ, ის ადამიანები, რომლებიც ჩამოდიან იმ მიზნით, რომ მოითხოვონ პოლიტიკური თავშესაფარი მაშინ, როდესაც მათ ქვეყანაში დევნის არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ, მათ მიმართ გატარდება შესაბამისი ზომები, როგორც საფრანგეთის მხრიდან, ასევე საქართველოს მხრიდანაც“, – განაცხადა პასკალ მენიემ.

ავტორი – თათია ტაბეშაძე

Facebook Comments

დაგხვეხმარეთ, რათა შევძლოთ სხვების დახმარება

ალბათ დაგვეთანხმებით, რომ იმიგრაციის პროცესი რთულია, განსაკუთრებით მაშინ რთულდება, თუ არავინ გყავს ვინც შეიძლება დაგეხმაროს და დაგაკვალიანოს. ჩვენი საიტის მიზანი სწორედ ეს გახლავთ, დაკვალიანება/დახმარება და იმიგრაციის პროცესის გამარტივება.

სავარაუდოდ ბევრ თქვენგანს დავეხმარეთ კიდეც უკვე, ჩვენი საიტი და ფეისბუქ გვერდი აქტიურ რეჟიმში აქვეყნებს იმიგრაციის პროცესისთვის საჭირო ინფორმაციას და ასევე ვპასუხობთ თქვენს კითხვებს რომელიც ეხება იმიგრაციის პროცესს და აქ დაფუძნებას.

საიტის შენახვა და კონტეტით გამდიდრება გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული, როგორც შენიშნეთ, ჩვენს საიტზე არ იდება რეკლამები, ამიტომაც საიტს არ გააჩნია შემოსავალი გარდა ცალკეული შემთხვევებისა, როცა ჩვენ, საკუთარი ხარჯებით ვფარავთ საიტის ტექნიკური გამართვისა და შენახვის ხარჯებს. სწორედ ამიტომ, გთხოვთ დახმარებას, რათა შენარჩუნდეს ეს საინფორმაციო რესურსი, რომელიც უანგაროდ ემსახურება სათვისტომოს.