ᲐᲨᲨ-ᲘᲡ ᲡᲐᲔᲚᲩᲝᲛ FULBRIGHT-ᲘᲡ ᲞᲠᲝᲒᲠᲐᲛᲐᲖᲔ ᲛᲘᲦᲔᲑᲐ ᲒᲐᲛᲝᲐᲪᲮᲐᲓᲐ

აშშ-ის საელჩომ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პროგრამა Fulbright-ზე საბუთების მიღება გამოაცხადა. Fulbright 2020-2021 სასწავლო წლებისთვის ყველა ტიპის სამაგისტრო პროგრამას აფინანსებს. მისი მთავარი დონორი აშშ-ის განათლებისა და კულტურის სახელმწიფო დეპარტამენტია, თანადამფინანსებელი კი საქართველოს მთავრობაა. 

მასში მონაწილეობის მიღებისთვის აუცილებელია იყოთ საქართველოს მოქალაქე და დამთავრებული გქონდეთ ბაკალავრის საფეხური. შერჩევის ეტაპი რამდენიმე საფეხურისგან შედგება და ითხოვს ისეთი ტესტების ჩაბარებას, როგორიცაა TOEFL, GRE და GMAT (ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტის შემთხვევაში).

შეგახსენებთ, რომ პროგრამა 1946 წლიდან არსებობს და დღემდე მას 390 000 ადამიანის სწავლა აქვს დაფინანსებული.

სრული ინფორმაციის მიღება <<<ბმულზე>>> შეგიძლიათ. იმ საგნების ჩამოანათვალის ნახვა რომელშიც გაიცემა ეს სტიპენდია შეგიძლიათ ნახოთ ამ <<<ბმულზე>>> ინფორმაციის მოწოდებისთვის მადლობა თინა ბედიაშვილს

ავტორი: ლევან თაღიაშვილი

Facebook Comments

დაგხვეხმარეთ, რათა შევძლოთ სხვების დახმარება

ალბათ დაგვეთანხმებით, რომ იმიგრაციის პროცესი რთულია, განსაკუთრებით მაშინ რთულდება, თუ არავინ გყავს ვინც შეიძლება დაგეხმაროს და დაგაკვალიანოს. ჩვენი საიტის მიზანი სწორედ ეს გახლავთ, დაკვალიანება/დახმარება და იმიგრაციის პროცესის გამარტივება.

სავარაუდოდ ბევრ თქვენგანს დავეხმარეთ კიდეც უკვე, ჩვენი საიტი და ფეისბუქ გვერდი აქტიურ რეჟიმში აქვეყნებს იმიგრაციის პროცესისთვის საჭირო ინფორმაციას და ასევე ვპასუხობთ თქვენს კითხვებს რომელიც ეხება იმიგრაციის პროცესს და აქ დაფუძნებას.

საიტის შენახვა და კონტეტით გამდიდრება გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული, როგორც შენიშნეთ, ჩვენს საიტზე არ იდება რეკლამები, ამიტომაც საიტს არ გააჩნია შემოსავალი გარდა ცალკეული შემთხვევებისა, როცა ჩვენ, საკუთარი ხარჯებით ვფარავთ საიტის ტექნიკური გამართვისა და შენახვის ხარჯებს. სწორედ ამიტომ, გთხოვთ დახმარებას, რათა შენარჩუნდეს ეს საინფორმაციო რესურსი, რომელიც უანგაროდ ემსახურება სათვისტომოს.