აშშ-ს სახელმწიფო მდივანი საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე, ამერიკის მხარდაჭერა არასდროს მოაკლდება, – ეს არის მთავარი გზავნილი ვაშინგტონიდან, სადაც ცოტა ხნის წინ, საქართველოს პრემიერისა და ამერიკის სახელმწიფო მდივნის შეხვედრა დასრულდა.

მაიქ პომპეომ  საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის 10 წლისთავი შეაჯამა და ხაზი გაუსვა იმას, რომ რუსეთის უკანონო შეჭრის ფონზე, საქართველომ ამ ათი წლის განმავლობაში, გამორჩეული სიმტკიცე გამოავლინა. ნატოზე საუბრის დროს სახელმწიფო მდივანმა თქვა, რომ საქართველომ ორგანიზაციის ასპირანტი მოკავშირის რანგში ლიდერის როლი იკისრა. პომპეომ საქართველოს, საერთაშორისო ტურისტული დანიშნულების ადგილი და ამერიკის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი უწოდა.

შემდეგი შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, დონალდ ტრამპის მრჩეველთან ექნება.

Facebook Comments