საქართველოს მთავრობა ქართული ენის შესასწავლად მიგრაციაში მყოფ აღსაზრდელებს სპეციალურ სახელმძღვანელოებს უსასყიდლოდ გადასცემს

მთავრობა ქართული ენის შესასწავლად ემიგრაციაში მყოფ აღსაზრდელებს სპეციალურ სახელმძღვანელოებს უსასყიდლოდ გადასცემს-ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობების დირექტორმა ამის შესახებ დიასპორულ მედია მაუწყებელ – Diaspora.geსთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც დეპარტამენტის დირექტორი რატი ბრეგაძე აცხადებს- ,,დიასპორის მიმართ საგარეო უწყების პრიორიტეტების ქვაკუთხედს საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებში, განსაკუთრებით კი თანამემამულე მოზარდებში ქართული ცნობიერების ჩაყმოყალიბება, განვითარება და სათანადო ხარისხში აყვანა წარმოადგენს. სწორედ ამ მიზნით, საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტმა, საკვირაო სკოლების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად, საზღვარგარეთ არსებული საკვირაო სკოლებისთვის პირველად მოამზადა ქართული ენის ინტეგრირებული პროგრამა – საქართველოს ისტორიის,გეოგრაფიისა და ქართული კულტურის საკითხების გაერთიანებული სწავლების კურსი. 

აღნიშნული პროგრამის საფუძველზე შეიქმნა სპეციალური სამსაფეხურიანი სახელმძღვანელოების კომპლექტი, რომელიც მოიცავს მოსწავლის სახელმძღვანელოს, სამუშაო რვეულს, კალიგრაფიის რვეულს და მასწავლებლის გზამკვლევს. სახელმძღვანელოები განკუთვნილია 6-დან 14 წლამდე ასაკის მოსწავლეებისათვის და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სთავაზობს ისეთ სასწავლო მასალას, რომელიც უზრუნველყოფს სათანადო ენობრივ-კომუნიკაციური კომპეტენციების ათვისება-განვითარებასა და შესაბამისი საფეხურის მიზნების მიღწევას. 2018 წელს დასრულდა სახელმძღვანელოების სამივე საფეხურის დაბეჭდვა. 

  აღნიშნული სახელმძღვანელოები  უსასყიდლოდ გადაეცემა საზღვარგარეთ მოქმედ საკვირაო სკოლებსა და ქართული ენის შემსწავლელ კურსებს. ” -აცხადებს რატი ბრეგაძე

Facebook Comments