საქართველოს ხელისუფლებამ საყოველთაო კარანტინი გამოაცხადა

საქართველოს მასშტაბით კარანტინი გამოცხადდა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე განაცხადა.

საკარანტინო რეჟიმი ახალი კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში იქნა შემოღებული.

„მივიღეთ გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ. ჩვენ ვაცხადებთ ფაქტობრივად საყოველთაო კარანტინს, რომელიც ხვალ, დილის 08:00 საათიდან დაიწყება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

საქართველოში ე.წ. კომენდანტის საათიც ცხადდება

გაცნობებთ შეზღუდვების, რომლების ხვალ დილის 8 საათიდან ამოქმედდება:

  • სრულიად იკრძალება საზ.ტრანსპორტი
  • დასაშვებია, მხოლოდ მსუბუქი ავტომობილი, მათ შორის ტაქსით გადაადგილება. ავტომობილში დაიშვება მძღოლი და ორი ადამიანი, რომლებიც უკანა სავარძელზე მოთავსდებიან
  • იკრძალება სამზე მეტი პირის თავშეყრა – გარდა სასურსათო და აფთიქებისა და დისტანცია, 2 მეტრიანი, უნდა იყოს დაცული
  • აკრძალულია 70+ ასაკის ადამიანების სახლიდან გასვლა. შეუძლიათ მივიდნენ უახლოეს სასურსათო მაღაზიაში, აფთიაქში ან სამედიცინო დაწესებულებაში. თუ მარტოხელები არიან დაეხმარება სახელმწიფო. ეკონომიკის სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროსა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს ვალდებულება აქვთ, რომ მათ დაეხმაროს,
  • 21 საათიდან იკრძალება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით გადაადგილება დილის 6 საათამდე
  • მოეწყობა საკონტროლო პუქნეტბი – თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, გორი, რუსთავი, ზუგდიდი
  • ნებისმიერი მოქალაქეს, ნებისმიერ დროს, ქალაქში გადაადგილების პირობებში თან უნდა ჰქონდეს პირადობა
    ცნობისთვის – მთავრობის ცხელი ხაზი – 144 შეიქმნება, რომელიც მოქალაქეებს ნებისმიერ საკითხზე, რაც საგანგებო მდგომარეობას ეხება, კოორდინაციას გაუწევს

Facebook Comments