ნიუ იორკში ქართული იურიდიული კომპანია EK LAW OFFICE PLLC დაფუძნდა

ნიუ-იორკში ახალი ქართულ-ამერიკული იურიდიული კომპანია EK Law Office PLLC იწყებს ოპერირებას.

ჰარვარდის სამართლის სკოლის კურსდამთავრებული, ნიუ-იორკში ლიცენზირებული იურისტი ეკატერინე ეგუტია ტოვებს თიბისი ბანკის მთავარი იურისტის პოზიციას და ბიზნესლიდერთა ფედერაციის „ქალები მომავლისთვის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე – ნინო კობახიძესთან ერთად  კომპანიას დააფუძნა. 

როგორც bm.ge-ის კომპანიიდან აცნობეს, ქართულ-ამერიკული კომპანია ნიუ-იორკში, უზრუნველყოფს პროფესიულ იურიდიულ მომსახურებას მეწარმეებისა და მცირე ბიზნესის წარმომადგენლებისათვის. 

მომსახურების სფეროები მოიცავს, როგორც საიმიგრაციო სამართალს, ასევე მცირე და საშუალო ამერიკულ/ქართულ თუ სხვა ბიზნესთან დაკავშირებულ საკითხებს. 

“EK Law Office PLLC ხელს შეუწყობს მომხმარებლებს საიმიგრაციო საკითხების მოგვარებაში, დოკუმენტების მომზადებასა და კომპანიის ფორმირებაში, დაეხმარება სასაქონლო ნიშნისა და საავტორო უფლებების რეგისტრაციაში, კონტრაქტების შედგენასა და განხილვაში და გაუწევს მათ სათანადო კონსულტაციებს”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

Facebook Comments