იბეგრება თუ არა სახელმწიფო დახმარება?

მასტიმულირებელი ფედერალური პაკეტი- stimulus checks რომელიც თითოეულ ამერიკელზე $1200 ითვალისწინებს და ბავშვზე $500 (მეორე რაუნდში შესაძლოა ბავშვზეც $1200), არ გახლავთ დაბეგვრადი შემოსავალი, არამედ ანაზღაურებაა იმ ზარალისა რაც მოსახლეობამ განიცადა პანდემიის პერიოდში და ეს შემოსავალი 2020 წლის დეკლარაციაში არ აღირიცხება.

ფედერალური თუ შტატისგან მიღებული უმუშევრობის დახმარება-unemployment fund, ჩვეულებრივი შემოსავალია რომელზეც იგივე ტარიფით დაიბეგრება როგორც თქვენი სხვა გამომუშავებული შემოსავალი. როდესაც უმუშევრობის დახმარებას ითხოვთ, უმჯობესია გადასახადები უკვე გადაიხადოთ (ნებაყოფლობითია და რეკომენდირებულია დააკავებინოთ 10%) განსხვავებით თქვენ სხვა შემოსავლებისა, რასაც სხვა 1099 ფორმებით იღებთ, უმუშევრობის დახმარებაზე არავითარი ხარჯი არ არის ნებადართული და წლის ბოლოს სუფთა შემოსავალის ყოველ ცენტზე სრული ტარიფით დაიბეგრებით.

წლის ბოლოს სახელმწიფო ფორმა 1099-G (Certain Government Payments)ს გამოგზავნის თქვენს სოციალურ ნომერზე, სადაც დაჯამებული იქნება წლის განმავლობაში მიღებული თანხა თუ გადასახადი (თუ გადაიხადეთ). ვინც 2020 წლის განმავლობაში მიიღო ფედერალური ან შტატის უმუშევრობის დახმარება, არ გამოტოვოთ ფორმა 1099-G დეკლარაციის შევსებისას. ის 2021 წლის იანვარში იქნება ატვირთული თქვენი აპლიკაციის გვერდზე საიდანაც ყოველ კვირა ითხოვთ დახმარებას, ან მიიღებთ ფოსტით.

მოამზადა დალი ხოხობაშვილმა, Enrolled Agent with IRS
წყარო:

Facebook Comments