2019 წლის მწვანე ბარათის გათამაშება 2 ოქტომბერს დაიწყება.

უკვე ცნობილია თარიღი როდესაც დაიწყება ა.შ.შ-ს სახელმწიფო დეპარტმანეტის მრავალფეროვნების გათამაშება. 2021 წლის გათამაშება 2019 წლის 2 ოქტომბერს 12:00-ზე, ა.შ.შ-ს აღმოსავლეთ სანაპიროს დროით (EST) დაიწყება. გათამაშება 2019 წლის 5 ნოემბერს, 12:00 ა.შ.შ-ს აღმოსავლეთ სანაპიროს დროით (EST) დასრულდება. წელსაც გათამაშდება 55,000 მრავალფეროვნების საიმიგრაციო ვიზა.
(რედ: იმისათვის რომ მარტივად გაიგოთ რა არის EST – აღმოსავლეთ სანაპიროს დრო არის ნიუ იორკის და ყველა აღმოსავლეთ სანაპიროზე განლაგებული შტატის დრო)

იმისათვის, რომ შეძლოთ გათამაშებაში მონაწილეობის მიღება, თქვენ არ უნდა იყოთ შემდეგი ქვეყნების მოქალაქე: ბრაზილია, ბანგლადეში, კანადა, ჩინეთი, კოლუმბია, დომინიკელთა რესპუბლიკა, სალვადორი, გვატემალა, ჰაიტი, ინდოეთი, იამაიკა, მექსიკა, ნიგერია, ფილიპინები, პაკისტანი, დიდი ბრიტანეთი ან მის საკუთრებაში არსებული ტერიტორიები (ჩრდ. ირალნდია არ შედის ამ სიაში), სამხრეთ კორეა და ვიეტნამი. დანარჩენი ყველა იმ ქვეყნის მოქალაქეობით შეგიძლიათ მონაწილების მიღება რომელიც არ მოხვდა ამ სიაში.

აუცილებელი მოთხოვნაა გქონდეთ საშუალო განათლება და ატესტატი, ან მინიმუმ 5 წლიანი პროფესიული სამუშაო სტაჟი, იგულისხმება ისეთი პროფესიები, რომელსაც სჭირდება მინიმუმ 2 წლიანი (ასოცირებული ხარისხთან გათანაბრებული) მომზადება და სწავლა.

მიაქციეთ ყურადღება! გათამაშების ანკეტის შევსება მხოლოდ ამ საიტზე ხდება www.dvlottery.state.gov სხვა ყველაფერი იქნება ტყუილი.

დაიმახსოვრეთ! გათამაშებაში მონაწილეობა არის სრულიად უფასო და ნუ დაუჯერებთ იმათ ვინც გეტყვით რომ მონაწილეობის მისაღებად ფულია გადასახდელი, თუ ვინმე გეტყვით რომ თანხაა გადასხდელი მონაწილეობის მისაღებად – გაეცალეთ ეგეთ ადამიანს, საქმე გექვთ თაღლითთან.

გათამაშებაში მონაწილების მისაღებად – ანკეტაში უნდა მიუთითო ყველა ოჯახის წევრი, უკლებლივ ყველა (ახალშობილიც კი).

როდესაც შეავსებთ ანკეტას და ის წარმატებით გაიგზავნება სახელმწიფო დეპარტმანეტის ბაზაში, რეგისტრაციის დროს მითითებულ ელ.ფოსტაზე მოგივათ რეგისტრაციის ნომერი არ დაკარგოთ ის! მხოლოდ ამ ნომრით შეძლებთ შედეგების გამოქვეყნებისას თქვენი ანკეტის სტატუსის შემოწმებას. სტატუსის შემოწმება შესაძლებელი გახდება 2020 წლის 5 მაისიდან. სტატუსის შემოწმებას შეძლებთ 2021 წლის 30 სექტემბრამდე.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და სხვა დეტალების გასაგებად გირჩევთ რომ წაიკითხოთ შემდეგი სტატია, სადაც მარტივად და გასაგებად არის ახსნილი: რას წარმოადგენს გრინქარდის გათამაშება, ტექნიკური მოთხოვნები და სხვა მნიშვნელოვანი დეტალები. გადადით ამ >>> ბმულზე თუ დაგჭირდებათ დახმარება და რამეს ვერ გაიგებთ მოგვმართეთ ჩვენ, პასუხებს გაგცემთ მხოლოდ ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში. მოგების შემთხვევაში კი უსასყიდლოდ დაგეხმარებით დაკვალიანებაში და შტატებში პირველი ნაბიჯები გადადგმასა და დაფუძნებაში!

ყველას გისურვებთ წარმატებას! იმიგრანტის გზამკლვევის გუნდი.

Facebook Comments