როდის გამოქვეყნდება Green-card-ის შედეგები და როგორ უნდა მოიქცეთ თუ მოიგეთ?

თეთრი სახლის დაჟინებული მოთხოვნით, 2020 წლის გათამაშება ოდნავ განსხვავებული იყო ვიდრე მის წინ ჩატარებული გათამაშებები, რადგანაც ა.შ.შ. სახელმწიფო დეპარტამენტმა 55,000 ნაცვლად 50,000 ბარათი გაათამაშა. მცირედით შეიცვალა შერჩევის პროცედურები და გასაუბრების ვადები, ასევე შეცვლილია აპლიკანტისათვის ზოგიერთი მოთხოვნა. განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევენ ნასამართლეობასა და აპლიკანტის კრიმინალურ ისტორიას როგორც საქართველოში, ასევე ა.შ.შ.-ში ყოფნის პერიოდში, კრიმანალად ჩაითვლება დეპორტაცია, ვიზის ვადის გასვლის შემდეგ შტატებში დარჩენა, მცირე სამართლებრივი გადაცდენა და ა.შ.
თუ საერთოდ არ გაქვთ წარმოდგენა რა არის მწვანე ბარათი, მაშინ გირჩევთ გაეცნოთ ჯერ ამ სტატიას. <<->>

მათ ვინც არ იცის, განგიმარტავთ, რომ თავად მწვანე ბარათს კი არ იგებთ, არამედ შესაძლებლობას რომ მიიღოთ ეს ბარათს, და ეს შესაძლებლობა გექნებათ საკონსულო ოფიცერთან გასაუბრებისას. მთლიანობაში მწვანე ბარათის პროცესი 24 თვემდე ხანგრძლივობისაა. გახსოვდეთ, თუ მწვანე ბარათის გათამაშების ანკეტა შეავსეთ და ხართ დაოჯახებული, მაშინ აუცილებლად უნდა იყოთ სამოქალაქო ქორწინებაში, რადგანაც რელიგიური/საეკლესიო ქორწინება არ ითვლება იურიდიულ ფაქტად. თუ არ გაქვთ ხელი მოწერილი და გსურთ მეუღლესთან/შვილებთან ერთად გაემგზავროთ ამერიკაში, მაშინ საკონსულოში ინტერვიუმდე შეგიძლიათ ხელის მოწერა, და მხოლოდ მანამდე! ნუ დაელოდებით იმას რომ ვინმე საკონსულოდან დაგიკავშირდებათ, საკონსულო ოფიცრებს კანონი არ ავალდებულებს თქვენთან კავშირზე გამოსვლას. თავად უნდა იაქტიუროდ და როგორც იტყვიან უნდა “მიდგეთ-მოდგეთ”

გრინ-ქარდის DV 2020 შედეგები გამოქვეყნდება 7 მაისს 12:00-ზე ა.შ.შ. აღმოსავლეთ სანაპიროს დროით (ნიუ იორკის დროით). თქვენი აპლიკაციის სტატუსის შემოწმებას შეძლებთ ლატარიის საიტზე აქ <<

ნაბიჯი I

როგორ ხდება ნომრის შემოწმება? შედით აღნიშნულ საიტზე << და შეიყვანეთ თქვენი დასტურის კოდი და პერსონალური ინფორმაცია. დასტურის კოდი არის ის, რომელიც გამოგეგზავნათ ელექტრონულ ფოსტაზე, როდესაც რეგისტრაცია (წარმატებულად) გაიარეთ. ამ კოდის შენახვა აუცილებელია 2020 წლის 30 სექტემბრამდე. შემდეგ ივსება ფორმა DS-260, რომელიც აუცილებლად უნდა შეავსოთ სწორად და არ მოიტყუოთ არც ერთი დეტალი. თუ ინგლისური არ იცით, აჯობებს თარჯიმანი, ან სპეციალური პირი დაიქირავოთ ვინც მოგეხმარებათ შევსებაში, რადგანაც საბოლოოდ ამ ფორმის კორექტულად შევსება წყვეტს როდის მოგიწევთ ინტერვიუ საკონსულოში.

როდესაც აღმოჩნდება რომ თქვენ მოიგეთ, მოგენიჭებათ საქმის ნომერი, რომელიც უნდა შეიყვანოთ როდესაც შეავსებთ ფორმა DS-260-ს. დაიმახსოვრეთ, ფორმის შევსებაზე მინიმუმ 1 საათი უნდა დახარჯოთ და აუცილებლად იყავით ყურადღებით და მიაქციეთ ყურადღება ყოველ დეტალს რომელსაც დაწერთ ფორმაში, რადგანაც ინტერვიუს 90% წარიმართება თქვენს მიერ შევსებული ფორმის მიხედვით. ასევე, აუცილებელია რომ არ გქონდეთ დარღვევა და აკრძალვა შტატებში შესვლაზე, რადგანაც ეს აკრძალვა, თქვენი აპლიკაციის პირდაპირ დისკვალიფიკაციას გამოიწვევს. თქვენი ფორმა DS-260 გაიგზავნება ქენთაკის შტატში სპეციალურ საკონსულო ცენტრში სადაც ამუშავებენ ყველა გრინქარდის გათამაშების იღბლიანი მონაწილეების აპლიკაციას. სწორედ ეს ცენტრი გამოგიზავნით ფორმის მიღების დასტურის წერილს შემდეგი ტექსტით Your inquirу or message has been received and routed to the appropriate group , იმ შემთხვევაში თუ რაიმე შეცდომა გაქვთ დაშვებული ფორმის შევსებისას, შესაძოა მეილით შეგატყობინონ რომ გამოასწოროთ. საბოლოდ ეს ცენტრი გამოგიგზავნით საკონსულოში ინტერვიუს თარიღს. მთლიანობაში ეს პროცედურა 4 თვემდე გასტანს.

სწორედ ახალი ცვლილების თანახმად თქვენ და თქვენი ოჯახის წევრებმა აუცილებლად უნდა მიიღოთ საიმიგრაციო ვიზები არაუგვიანეს 2020 წლის 30 სექტემბრისა. 2020 წლის 30 სექტემბრის შემდეგ არავისზე არ გაიცემა საიმიგრაციო ვიზა. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ მალე ამოიწურება 50,000 საიმიგრაციო ვიზა. ყველა მონაწილე ქვეყნის საკონსულოზე გაიცემა N რაოდენობის ვიზა, თუ მოხდა ისე რომ ქვეყანამ ამოწურა თავისი ლიმიტი, მაშინ დანარჩენ მოგებულებს აღარ მისცემენ საიმიგრაციო ვიზას და მათი მოგება გაბათილდება.
არა, იმის შანსი არ იქნება, რომ მომდევნო წლის გათამაშებისას გამოიყენოთ თქვენი იღბლიანი ნომერი.

ნაბიჯი II 

თუ მოიგებთ, იყავით პრო-აქტიურები და სასწრაფო ტემპში გაგზავნეთ და მოაგროვეთ ყველა საჭირო დოკუმენტი. საჭირო დოკუმენტების სიას აქვე შემოგთავაზებთ.ესენია:

  • პირადობის მოწმობა
  • საზღვარგარეთის პასპორტი
  • დაბადების მოწმობა
  • საშუალო სკოლის ატესტატი/დიპლომი
  • შრომის წიგნაკი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
  • ცნობა რომ არ ხართ ნასამართლევი და არც ძებნაში იმყოფებით.
  • ქორწინების მოწმობა/გაყრის მოწმობა
  • სამხედრო ბილეთი (თუ გავლილი გაქვთ სამხედრო სამსახური)
  • 2 ფოტოსურათი
  • სამედიცინო შემოწმების ცნობა და შემოწმების დასკვნა
  • საკონსულო მოსაკრებელის ქვითარი

ამ დოკუმენტებს შეიძლება დაემატოს სხვა სახის დოკუმენტები, თქვენი ინდივიდუალური სიტუაციიდან გამომდინარე, თუმცა ყველა ზემოთ ხსენებული დოკუმენტის წარდგენა სავალდებულოა. ასევე, ჩამოთვლილი დოკუმენტები უნდა წარადგინოთ დედნის სახით და სერთიფიცირებული თარჯიმნის მიერ ნათარგმნი სახით.

ნაბიჯი III

შემდეგი და ბოლო ნაბიჯია საკონუსლოში გასაუბრება. სანამ საკონსულოში შეხვალთ აუცილებლად უნდა გქონდეთ ზემოთ ჩამოთვლილი საბუთები და აუცილებლად უნდა წარადგინოთ სამედიცინო შემოწმების დასკვნა, რომელსაც საკონსულოს მიერ აკრედიტირებული სამედიცინო დაწესებულება ჩაგიტარებთ და შემდეგ გადმოგეცემათ დალუქულ კონვერტში, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა გახსნათ, ლუქი თუ დარღვეულია, ახალი სამედიცინო შემოწმება დაგჭირდებათ.

საკონსულოში ყველა დოკუმენტს მიიტანთ და ჩადგებით რიგში, როდესაც მოგიწევთ რიგი თქვენს გვარს გამოაცხადებენ და შეხვალთ, დაგხვდებათ საკონსულო ოფიცერი, რომელიც მსუბუქ დაკითხვას ჩაგიტარებთ. გამოგკითხავთ დეტალურად იმ ინორმაციას რაც ანკეტაში გაქვთ მითითებული და დამატებითი კითხვები თუ არ აქვთ დაგემშვიდობებიან. შესაძლოა დამშვიდობებისას გითხრან რომ საიმიგრაციო ვიზა მოგანიჭეს შეიძლება უბრალოდ გითხრან რომ დაელოდეთ ჩვენს შეტყობინებას, რომელიც 2-3 კვირის ვადაში ჩაგბარდებათ თქვენს საცხოვრებელ მისამართზე. როგორც წესი, აპლიკანტები გამოკითხვისას ნერვიულობენ და ალამაზებენ პასუხებს და ხანდახან იტყუებიან კიდეც, დაიმახსოვრეთ! არავითარ შემთხვევაში არ მოიტყუოთ, საკონსულოს ოფიცრებიც ადამიანები არიან და შესაძლოა გაუგებრობას მარტივი ახსნაც მოუძებნოთ, რომელიც შესაძლოა სრულიად საკმარისი აღმოჩნდეს და გაგიგონ.

გასაუბრება არ იქნება რთული და 30 წუთიდან 60 წუთამდე შეიძლება გაგრძელდეს, დამოკიდებულია თქვენი საქმის სირთულეზე. მთავარი რაც აინტერესებთ ოფიცრებს, არის ის, რომ თქვენ შტატებში ჩამოსვლისას გექნებათ თან დანაზოგი, რომ გარკვეული პერიოდი (როგორც წესი 3-4 კვირა) შეძლოთ და შეინახოთ თავი, იგულისხმება ბინის ქირაობაც, ყველაზე ნაკლებად რაც საკონსულო ოფიცერს უნდა არის ის, რომ თქვენ სახელმწიფოს კმაყოფაზე აღმოჩნდეთ და შემწეობას ბიუჯეტის ხარჯზე იღებდეთ. უარს არავინ გეტყვით შემწეობაზე და ბიუჯეტურ დახმარებაზე, თუმცა შემდეგში მოქალაქოების მიღების პროცესში ხელს შეგიშლით, რადგანაც 2018 წლის სექტმებრის ჩანაწერით, რომელიც საიმიგრაციო სააგენტომ გამოაქვეყნა, მოქალაქეობაზე უარის თქმის ალბათობას ზრდის ის ფაქტი თუ ადამიანი ბიუჯეტის კმაყოფაზე ცხოვრობდა, იღებდა საკვების ტალონებსა და სხვადასხვა სახელმწიფო უფასო სერვისებს. უნდა დაარწმუნოთ ოფიცერი რომ თქვენ გინდათ მუშაობა და აპირებთ იმუშავოთ, გადამზადების შემთხვევაში არსებული პროფესიით ან ახალს დაეუფლებით ადგილზევე.

დადებითი პასუხის მიღებიდან სამშობლოს დასატოვებლად ზუსტად 6 თვე გაქვთ, ვადაგადაცილების შემთხვევაში დისკვალიფიცირდებით. როდესაც შტატებში ჩამოხვალთ მალევე მიიღებთ მწვანე ბარათს და სოციალური უზრუნველყოფის ნომერს, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დოკუმენტებია. მათ გარეშე ლეგალურად მუშაობის შანსები 0-ის ტოლია. მას შემდეგ რაც მიიღებთ ყველა საბუთს, 6 თვის გასვლის შემდეგ შეგიძლიათ დაბრუნდეთ სამშობლოში, თუმცა ვერ გაჩერდებით 6 თვეზე მეტს ხანს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მწვანე ბარათი გაუქმდება და საზღვარზე არ გაგატარებენ

დაგხვეხმარეთ, რათა შევძლოთ სხვების დახმარება

ალბათ დაგვეთანხმებით, რომ იმიგრაციის პროცესი რთულია, განსაკუთრებით მაშინ რთულდება, თუ არავინ გყავს ვინც შეიძლება დაგეხმაროს და დაგაკვალიანოს. ჩვენი საიტის მიზანი სწორედ ეს გახლავთ, დაკვალიანება/დახმარება და იმიგრაციის პროცესის გამარტივება. ალბათ ბევრ თქვენგანს დავეხმარეთ კიდეც უკვე, ჩვენი საიტი და ფეისბუქ გვერდი აქტიურ რეჟიმში აქვეყნებს იმიგრაციის პროცესისთვის საჭირო ინფორმაციას და ასევე ვპასუხობთ თქვენს კითხვებს რომელიც ეხება იმიგრაციის პროცესს და აქ დაფუძნებას. საიტის შენახვა და კონტეტით გამდიდრება გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული, როგორც შენიშნეთ, ჩვენს საიტზე არ იდება რეკლამები, საიტს არ გააჩნია შემოსავალი გარდა ცალკეული შემთხვევებისა, როცა ჩვენ, საკუთარი ხარჯებით ვფარავთ საიტის ტექნიკური გამართვისა და შენახვის ხარჯებს. სწორედ ამიტომ, გთხოვთ დახმარებას, რათა შენარჩუნდეს ეს საინფორმაციო რესურსი, რომელიც უანგაროდ ემსახურება სათვისტომოს.

$10.00

Facebook Comments