რეკორდული ზომის სეტყვა

(AP Photo/P. Solomon Banda)

ვაიომინგის, კოლაროდოსა და ნებრასკას შტატებში რეკორდული ზომის სეტყვა მოვიდა, სეტყვის კრისტალის ზომა 5 ინჩამდე იყო (12,7სმ). სეტყვის დროს განადგურდა ნათესები, ხოლო დენვერის ზოოლოგიური პარკიდან 3,400 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.

სულ მცირე 8 ადამიანი დაშავდა და ათასობით მაცხოვრებელის ქონება დაზარალდა. კერძოდ: სეტყვაში მოყოლილი მანქანების საქარე მინები და გვერდითა ხედვის სარკეები სრულიად განადგურდა. სადაზღვეო კომპანიები ზარალს ითვლიან, პირველადი მონაცემებით ზარალი მილიარდ დოლარს აღწევს. წყარო

Facebook Comments