გილოცავთ დედის დღეს

დედის დღის აღნიშვნა ისტორიულად დაკავშირებულია ანტიკური საბერძნეთის  სახალხო ზეიმთან, გაზაფხულისა და ღმერთების დედის, რეას პატივსაცემ დღეობასთან. ევროპაში ქრისტიანობის გავრცელებასთან ერთად დღეობამ სახე იცვალა და სახელწოდებაც უფრო ქრისტიანული მიიღო და ამ დღეს “მარიამ ღვთისმშობლის – ეკლესიის დედის” დღეობა ეწოდა, რადგანაც კათიოლიკე ეკლესიაში წმინდა მარიამი არის სიმბოლო: დედის, სიცოცხლის, დაბადების, დაცვისა და იმედის.

დედის დღის თანამედროვე აღნიშვნა 1600 წელს იწყება და ის  ყოველთვის, დიდი მარხვის მეოთხე კვირას აღინიშნებოდა, ამ დღეს, ყველა დასაქმებულს სარგებლობდა ანაზღაურებადი დასვენების დღით. ამ დღის სიმბოლო გახლდათ სპეციალური დედის ნამცხვარი, რომელიც საგანგებოდ ცხვებოდა შვილის ან რძლის მიერ.

შეერთებულ შტატებში ამ დღის აღნიშვნა დაიწყო 1872 წლიდან, როდესაც სამოქალაქო უფლებების აქტივისტმა ჯულია უორდ ჰოუვიმ გამოთქვა აზრი რომ უნდა აღინიშნოს მსგავსი დღე და ის მიეძღვნას დედებსა და მშვიდობას. ჯულია ჰოუვი ცნობილი იყო საზოგადოებაში და მას დიდი ავტორიტეტიც გააჩნდა, რადგანაც ის გახლდათ ა.შ.შ-ს ჰიმნის ავტორი. სწორედ ამ ავტორიტეტისა და პატივისცემის დამსახურებით, მასაჩუსეცის შტატში გამართულ დედის დღის მარშებზე გამოდიოდა ათი-ათასობით ადამიანი.

1907 წელს ფილადელფიელმა ანა ჯავრისმა წამოიწყო კამპანია, რათა ეს დღეობა აღნიშნულიყო ფედერალური მასშტაბით, და მართლაც, მომდევნო წელს უკვე სამი შტატი: მასაჩუსეცი, პენსილვანია და დას. ვირჯინია აღნიშნავდა ამ დღეს. ანა ამაზე არ გაჩერებულა, მან აქტიურად დაიწყო კონგრესმენებთან და სხვადსხვა დონის პოლიტიკოსებთან ლობირება, რაცმაც შედეგი გამოიღო და 1914 წელს, პრეზიდენტმა უიდროუ უილსონმა მოაწერა კანონს ხელი, რომლის შემდეგ ფედერალურ დონეზე, ყველა შტატში აღინიშნება ეს დღე, ყოველი წლის მაისის მეორე კვირა დღეს.

დედის დღეს მაისში ასევე აღნიშნავენ: თურქეთში, იტალიაში, გერმანიაში, ფინეთში, საბერძნეთში, ავსტრალიაში, კანადაში, მექსიკაში და ბელგიაში. დანარჩენი ქვეყნები დედის დღეს აღნიშნავენ წელიწადის სხვადსხვა  თვეებში, როგორც მაგალითად საქართველო დედის დღეს აღნიშნავს 3 მარტს.

ა.შ.შ-ში ამ დღეს, ყველა შვილი ულოცავს დედას და ჩუქნის მას ყვავილს და თუ ძალიან შორს არ ცხოვრობენ ერთმანეთისგან, შვილები აუცილებლად ნახულობენ დედას მათთან ატარებენ ამ დღეს.

Facebook Comments