NYC მეტროს ბარათის ყიდვისას შესაძლოა მოიგოთ ჰავაის 7 დღიანი საგზური

ქალაქ ნიუ იორკის სატრანსპორტო კომპანიისა და შტატ ჰავაიას ტურიზმის ბიუროს ერთობლივი პროექტით თამაშდება შვიდდღიანი საგზური ჰავაის შტატში.

სულ, ბარათის ავტომატიზირებული მანქანა გასცემს ასეთ 250,000 ბარათს. როგორ გაიგებთ რომ მოიგეთ? ყურადღება უნდა მიაქციოთ იმას, რომ ბილეთზე ჰავაის ლოგოტიპი იყოს დატანებული და შემდეგ იმავე ბილეთზე დატანილი კოდის უნდა გაგზავნოთ სპეციალურ საიტზე სადაც შემოწმდება ბილეთის კოდის ნამდვილობა.

ბარათები მხოლოდ ქვემოთ ჩამოთვლილი სადგურებზე იყიდება. სხვა სადგურზე ვერ მიიღებთ გათამაშებაში მონაწილე ბარათს.გათამაშება დაიწყო გუშინ და დასრულდება 30 აპრილს. გამარჯვებულები გამოვლინდებიან 8 მაისს. მოგებულ პირს საშულება ექნება აირჩიოს ჰავაის შტატის 4 კუნძულიდან რომელიმე, სადაც გადაფრინდება და გაატარებს შვებულებას. საგზურის პაკეტში შედის: ორმხრივი თვითმფრინავის ბილეთი 2 ადამიანისთვის, 7 დღისა და 6 ღამის უფასო სასტუმრო, ასევე, 7 დღის განმავლობაში უფასოდ მოგემსახურებათ მაქანა და გადმოგეცემათ $1,500 სასაჩუქრე ბარათზე.

  • 72nd Street-Amsterdam Avenue, Manhattan (1, 2, 3)
  • 86th Street-Lexington Avenue, Manhattan (4, 5, 6)
  • 59th Street-Columbus Circle, Manhattan (A, B, C, D)
  • 23rd Street-Eighth Avenue, Manhattan (C, E)
  • 14th Street-Union Square, Manhattan (L, N, Q, R, W, 4, 5, 6)
  • Broadway-Lafayette at Houston Street, Manhattan (B, D, F, M)
  • Fulton Street, Manhattan (A, C, J, Z, 2, 3, 4, 5)
  • Atlantic Avenue-Barclays Center, Brooklyn (B, Q, 2, 3, 4, 5)

თუ ამჯერზე არ გაგიმართლებთ, ჰავაის შტატის ტურიზმის ბიუროს კიდევ ექნება გათამაშება, რომელიც მაისიდან თვიდან ოქტომბრის თვემდე გათამაშდება შემდეგ ღონისძიებებზე:

  • O‘ahu x The Governors Ball მაისში
  • Island of Hawai‘i x Barry’s Bootcamp ივნისში
  • Molokaʻi x Best Made ივლისში
  • Maui x The Infatuation აგვისტოში
  • Kauaʻi x Saturdays NYC სექტემბერში
  • Lānaʻi x Four Seasons ოქტომბერში

წყარო

Facebook Comments

დაგხვეხმარეთ, რათა შევძლოთ სხვების დახმარება

ალბათ დაგვეთანხმებით, რომ იმიგრაციის პროცესი რთულია, განსაკუთრებით მაშინ რთულდება, თუ არავინ გყავს ვინც შეიძლება დაგეხმაროს და დაგაკვალიანოს. ჩვენი საიტის მიზანი სწორედ ეს გახლავთ, დაკვალიანება/დახმარება და იმიგრაციის პროცესის გამარტივება.

სავარაუდოდ ბევრ თქვენგანს დავეხმარეთ კიდეც უკვე, ჩვენი საიტი და ფეისბუქ გვერდი აქტიურ რეჟიმში აქვეყნებს იმიგრაციის პროცესისთვის საჭირო ინფორმაციას და ასევე ვპასუხობთ თქვენს კითხვებს რომელიც ეხება იმიგრაციის პროცესს და აქ დაფუძნებას.

საიტის შენახვა და კონტეტით გამდიდრება გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული, როგორც შენიშნეთ, ჩვენს საიტზე არ იდება რეკლამები, ამიტომაც საიტს არ გააჩნია შემოსავალი გარდა ცალკეული შემთხვევებისა, როცა ჩვენ, საკუთარი ხარჯებით ვფარავთ საიტის ტექნიკური გამართვისა და შენახვის ხარჯებს. სწორედ ამიტომ, გთხოვთ დახმარებას, რათა შენარჩუნდეს ეს საინფორმაციო რესურსი, რომელიც უანგაროდ ემსახურება სათვისტომოს.