თუ ვერ იხდით სამედიცინო დაზღვევას საიმიგრაციო ვიზაზე უარს მიიღებთ

პრეზიდენტ ტრამპის ახალი განკარგულებით, ამიერიდან, ყველა იმ იმიგრანტს ეთქმევა უარი საიმიგრაციო ვიზაზე, ვისაც არ შეუძლია საკუთარი ჯანმრთელობის დაზღვევის შეძენა.

განკარგულება ძალაში შედის ა.წ. 3 ნოემბერს. ამ განკარგულების ძალაში შესვლის შემდეგ, ყველა საკონსულო ოფიცერი ვალდებული იქნება უარი უთხრას იმიგრანტს იმ შემთხვევაში თუ მას ფინანსურად არამდგრადი სიტუაცია ექნება. ამ კატეგორიაში შედიან ისინი, ვინც მწვანე ბარათის გათამაშებაში მოიგო საიმიგრაციო ვიზა და ბინადრობის უფლება. ასევე, ყველა ის ადამიანი, ვინც უბრალოდ აპირებს საიმიგრაციო ვიზაზე განაცხადის გაკეთებას. თუმცა, ეს კანონი ძალაში მხოლოდ 3 ნოემბერს შევა და მას უკუძალა არ ექნება, ანუ, მისი მოქმედება დაიწყება მხოლოდ 3 ნოემბრიდან და საკონსულო ოფიცრებს მისი გამოყენების უფლება მხოლოდ 3 ნოემბერის შემდეგ შესული განაცხადების განხილვისას ექნებათ.

პრეზიდენტი ამ ნაბიჯს ამართლებს, იმით რომ საიმიგრაციო ვიზის განმცხადებელი იმიგრანტები ვერ და ხანდახან არ უზურნველყოფენ საკუთარი ჯანმრთელობის დაზღვევას. პრეზიდენტის განმარტებით ყველა იმიგრანტი უნდა იყოს თვითკმარი და ფინანსურად მდგრადი, რათა არ მოხდეს სახელმწიფო სუბსიდიების გამოყენება და საბიუჯეტო სახსრების ბოროტად გამოყენება.

კორნელის იურიდიული სკოლის მეცნიერ-მუშაკის იელ-ლოერის აზრით, აღნიშნული ცვლილება შეეხება ათასობით ახალ იმიგრანტს, რადგანაც ბოლო მონაცემებით, საიმიგრაციო ვიზის მფლობელთა 23% ვერ უზრუნველყოფს სამედიცინო დაზღვევის შეძენას, შესაბამისად სწორედ ეს რაოდენობა გამოაკლდება “ახალ იმიგრანტების” რიცხვს.

წყარო

Facebook Comments