კანონპროექტი მეორე რაუნდის პანდემიის დახმარებაზე უკვე სენატშია გადაცემული დასამტკიცებლად.

15 მაისს სენატის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა მეორე რაუნდის დახმარებისთვის $3 ტრილიონი პაკეტი, რასაც Heroes Act-გმირების კანონი ეწოდა, ახლა ეს კანონ-პროექტი დასამტკიცებლად სენატის ზედა პალატას გადაეცა.

კანონზე მსჯელობა ალბათ თვის ბოლომდე გასტანს და თუ დამტკიცდა, პაკეტის დარიგება ივნისის შუა რიცხვებში დაიწყება. IRS ინფორმაციით 130 მილიონმა ამერიკელმა უკვე მიიღო $ 1200.00 დოლარიანი პანდემიის დახმარება ფედერალური ხაზინიდან, და დღემდე უკვე $200 მილიარდია უკვე დარიგებული. ჯერ-ჯერობით ყოველ კვირა კიდევ გრძელდება პირველი ჩეკების დარიგება და სექტემბრამდე გაგრძელდება.

ეკონომიკის მასტიმულირებელ მეორე პაკეტში შეტანილია რიგი ცვლილებები და უფრო ფართო დაფინანსებას მოიცავს. კვლავ გაიცემა $1200 თითო ზრდასრულ ადამიანზე, და ბავშვზე საბოლოო თანხა ჯერაც არ არის ცნობილი და გახდება ცნობილი მხოლოდ კანონის ძალაში შესვლის მომენტიდან.

მეორე რაუნდი ითვალისწინებს იმ 17 წელზე მეტი სტუდენტების თუ არასტუდენტი შვილებისთვის $500-ის დარიგებას, ვინც პირველ რაუნდში გამორჩა ამ დახმარებას. ანუ, 17 წლის და მეტი ასაკის შვილებზე, ვინც დეკლარაციაში მოითხოვეთ, ამჟამად დაგეგმილია თანხის ჩარიცხვა.

Hearoes Act გააგრძელებს კვირაში $600 პანდემიის უმუშევრობის დახმარებას. შეგახსენებთ რომ ეროვნული უმუშევრობის დონე 14,7% ია, 38 მილიონმა ამერიკელმა მოითხოვა უმუშევრობის დახმარება ბოლო 2 თვეში.

იგივე კანონ-პროექტით, მედიცინის, სახანძროს, პოლიციის და სასიცოცხლო მნიშვნელობის სამსახურის თანამშრომლებს essential workers, “Heroes-გმირებს რომლებსაც სამსახური არ მიუტოვებიათ პანდემიის განმავლობაში, თითოეულ უკვე ნამუშევარ საათზე დამატებით $13 ბონუსის დამატებას ითვალისწინებს (მაქსიმუმი ბონუსი $10,000). ნამუშევარი სათების ათვლა 2020 წლის 27 იანვრიდან დაიწყება.

ასევე, წინა ხაზზე მომუშავე გმირებს, აუცილებელი სამსახურის თანამშრომლებს, რომლებმაც გაუჩერებლად იმუშავეს საშიში პანდემიის პირობებში, გადაეხდებათ “hazard pay” დამატებით “Heroes’ Fund” დან.
ასევე, $3 ტრილიონით გათვლილია, დაეხმაროს იმ განთავისუფლებული თანამშრომლებს, რომლებმაც სამსახურთან ერთად სამედიცინო დაზღვევაც დაკარგეს.

კანონპროექტში არის მუხლი სადაც ნათქვამია რომ ტაქსაიდიანი Tax ID უსაბუთო იმიგრანტებიც (არალეგალებიც) მიიღებენ ამ დახმარებას, (და იგულისხმება ის ვინც გადასახადს იხდის). 2020 წლის სექტემბრამდე სტუდენტის სესხის მფლობელები არაფერს არ გადაიხდიან, არც პროცენტს და არც სესხის ძირს.

ეს ჯერჯერობით კანონპროექტია ტრამპის ადმინისტრაციიდან შეთავაზებული და, რომელიც წარმომადგენელთა პალატამ უკვე დაამტკიცა. გადაცემულია სენატში განსახილველად და მერე დასამტკიცებლად. ვივარაუდოთ რომ კანონპროექტი მალე დამტკიცდება იმ ყველა სიკეთით რაც ჩამოთვლილია.

პირადი კომენტარი: ამ კანონპროექტის წაკითხვისას კიდევ ერთხელ ვრწმუნდები რა დიდებულ ქვეყანაში ვცხოვრობთ, როგორ აფასებენ თავის გმირებს ომში, პანდემიაში თუ მშვიდობიანობაში. როგორ ზრუნავენ მოსახლეობაზე გაჭირვების პერიოდში და როგორ უწოდებენ იმ ადამიანებს გმირებს, რომლებსაც არ ჰგონიათ რომ გმირები არიან. ასევე რაც ყველაზე საყურადღებოა, უსაბუთო იმიგრანტი (არალეგალი ტაქს აიდიანი) მომუშავე გადასახადის გადამხდელებიც მოიხსენიეს და არ დავიწყებიათ, რაც ძალიან გულისხმიერობაა ტრამპის ადმინისტრაციისგან მისი ზოგადი რეპუტაციით არალეგალების მიმართ.

მოამზადა დალი ხოხობაშვილმა, ფედრალური შიდა შემოსავლების სამსახურის ლიცენზირებული აგენტმა

წყარ

Facebook Comments