მაღალი ტემპერატურა კვირის ბოლომდე შენარჩუნდება

NWS რუკა – განსაკუთრებულად მაღალი ტემპერატურის ზონები

ამინდის ეროვნული სააგენტოს (NWS) მონაცემებით, მოსალოდნელია განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურა უქმეებზე და ის ზაფხულის მაქსიმუმს მიაღწევს. სააგენტოს ცნობით, ტემპერატურა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწევს და ის შეეხება ქვეყნის ორ-მესამედს.

შემდეგ ქალაქებშია ნავარაუდები 105F< (40C) გრადუსი სიცხე: დეთროითი, ჩიკაგო, ნიუ იორკი და ფილადელფია. ცხელი ამინდი ელის ქვეყნის შუა-დასავლეთს, კერძოდ კი შემდეგ შტატებს: ქანზასი, ნებრასკა, მიზური და აიოვა.

ამინდის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ქალაქ ნიურ იორკში 105-110F დაფიქსირდება, ხოლო ღამი განმავლობაში 80F. იმ ქალაქებში, სადაც განსაკუთრებულად მოიმატებს ტემპერატურა, უკვე გაიხსნა გაგრილებული ბიბლიოთეკები და საზოგადოებრივი დარბაზები, სადაც ადამიანებს შეეძლებათ მისვლა და გაგრილება.

ნიუ იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გაკეთა განცხადება, სადაც დეპარტამენტის ხელმძღვანელი ოსირის ბარბოტი მოგიწოდებთ, რომ განსაკუთრებული საჭიროების გარეშე ნუ გახვალთ სახლიდან, დარჩით გაგრილებულ შენობაში, ხოლო თუ არ გაქვთ კონდიცირება, მაშინ მიაკითხეთ ქალაქის ბიბლიოთეკებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს, სადაც სპეციალურად ამისთვის იქნება გაგრილებულ დარბაზები.

ცხელი ამინდი განსაკუთრებულად მავნედ მოქმედებს: 65 წლის და უფროს მოქალაქეებზე, მცირეწლოვან ბავშვებზე, ორსულებზე, ქრონიკული დაავადების, ჰიპერტენზიის პრობლემისა და აგრეთვე ყველა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პირებზე. ჯანდაცვის დეპარტამენტი მოგიწოდებთ, რომ გარეთ გასვლისას თავსაბურავი და წყალი იქიონიოთ თან. ასევე, ამ დღეებში არ არის რეკომენდირებული გარუჯვა და თაკარა მზის ქვეშ წოლა. წყლის დალევა რეკომენდირებულია ყოველ 15 წუთში ერთხელ.

NYC მერია გთხოვთ, განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინოთ იმ ოჯახის წევრების, მეგობრებისა და ახლობლების მიმართ, ვისაც აქვს ზემოთ ჩამოთვლილი ჯამრთელობის პრობლემები ანდა სახლში არ აქვს კონდიციონერი.

წყარო1 წყარო2 წყარო3 წყარო4 წყარო5

Facebook Comments