ნიუ-იორკში ერის ტბის სიახლოვეს სახლები ყინულმა დაფარა

ნიუ-იორკში მდინარე ერის სიახლოვეს სახლები ყინულით დაიფარა, ამას ხელს უწყობდა ძლიერი ქარი და შტორმიც.

ტბასთან წარმოქმნილმა ძლიერმა ქარმა ნაპირზე მაღალი ტალღები გადაისროლა, რომელიც მომენტალურად გაიყინა. ყინულმა სრულად დაფარა სახლები და სხვა ნაგებობები.

ფოტოები ფილმ „გაყინულის“ ეპიზოდს მოგაგონებთ. სანახაობა მართლაც სიურეალისტური და უჩვეულოა, თუმცა მცხოვრებლები შეშფოთებული არიან, რადგან ყინულმა შესაძლოა, სახლების სტრუქტურა დააზიანოს.

წყარო

Facebook Comments