საგანგებო მდგომარეობა ფლორიდის შტატში

ქარიშხალ “დორიან”-ის გავრცელების არეალი

ფლორიდის შტატს მე-4 კატეგორიის ქარიშხალი „დორიანი“ უახლოვდება, სტიქიის სავარაუდო პერიოდია 1-2 სექტემბერი. ამ დროს მოსალოდნელია ძლიერი წვიმები და ქარი სიჩქარით მინიმუმ 60 მაილსი საათში [96მ].

ფლორიდის შტატში მცხოვრებო იმიგრანტებო, აუცილებლად დაემორჩილეთ ადგილობრივი ხელისუფლების საევაკუაციო მითითებებს. ქარიშხალთან და თქვენს ლოკალურ ამინდთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ამ ვებ-გვერდიდან

ა.შ.შ-ს ქარიშხლების ეროვნული ცენტრის განცხადებით, „დორიან” სამხრეთ შტატებს თავს რამდენიმე დღეში დაატყდება. ფლორიდის შტატში უკვე გამცხადდა საგანგებო მდგომარება (State Of Emergency). რამდენიმე დღიღ ადრე კი, ძლიერმა ქარიშხალმა “დორიან”-მა კარიბის ზღვაში მასშტაბური ნგრევა და ზარალი გამოიწვია, მას ადამიანური მსხვერპლიც მოჰყვა. ამ დროისთვის „დორიან“ კონტინენტისკენ მიემართება. ამერიკის შეერთებული შტატების ქარიშხლების ეროვნული ცენტრის ცნობით, უახლოეს დღეებში, “დორიან” ძალებს კიდევ უფრო მოიკრებს. ქარიშხალ „დორიან”-ის გამო პრეზიდენტმა ტრამპმა პოლონეთში ვიზიტი გააუქმა.

საგანგებო მიმართვას ავრცელებს საქართველოს საელჩო აშშ-ში

Facebook Comments