ICE – ქალაქ ნიუ იორკში დაკავებულია 118 არალეგალი

6QGQDBO2URDRNOPCWJZTEFS26Aსაიმიგრაციო პოლიციის მიერ ჩატარებული რეიდების დროს დაკავებულ იქნა 118 არალეგალურად მყოფი პირი. რეიდები ჩატარდა 14-18 იანვარს და მიმდინარეობდა ლონგ აილენდის, ჰადსონის ველისა და ნიუ იორკის ხუთივე ბოროში. დაკავებულთა ნაწილი წარმოადგენს არაერთხელ ნასამართლევ და სხვადასხვა დანაშაულებში მხილებულ პირებს, თუმცა, დაკავებულთა დიდ ნაწილს, ბრალი წაუყენეს საიმიგრაციო კანონებისა და სავიზო რეჟიმის დარღვევის მიზეზით, რომელიც ასევე სერიოზული დანაშაუალია და მას ფედერალური საიმიგრაციო სასამართლოები განიხილავენ.

საიმიგრაციო პოლიციის პრესრელიზის თანახმად, დაკავებულებიარიან შემდეგი ქვეყნებიდან: კოლომბიის, დომინიკელთა რესპუბლიკის, ეკუადორის, ელსალვადორის, ესტონეთის, გრენადას, გუატემალას, ჰონდურასის, ისრაელის, იტალიის, ჯამაიკის, მექსიკის, პანამის, პერუს, პოლონეთის, პორტუგალიის, რუსეთის, სენეგალის, ესპანეთის, ტრინიდადისა და ვენესუელას მოქალაქეები.

საიმიგრაციო პოლიციის ნიუ იორკის განყოფილების ხელმძღვანელის თომას დეკერსი მადლობას უხდის ICE-ის თანამშრომლებს და თავდადებული მუშაობისთვის მათ სამაგალითო სახელმწიფო მუშაკებს უწოდებს. ასევე დეკერსი აღნიშნავს, რომ მიუხედავად ადგილობრივი ხელისუფლების წინააღმდეგობისა, საიმიგრაციო ოფიცრებმა მაინც შეძლეს ფედერალური კანონის აღსრულება.

დეკერსის მტკიცებულებით დაკავებულებიდან 107 ჰქონდა დანაშაულებრივი წარსული. 55 ადამიანს უკვე ჰქონდა სასამართლო განჩინება ქვეყნის დატოვების შესახებ და მიმალვაში იმყოფებოდა ან განმეორებით, უკანონო გზით შემოვიდა ქვეყენაში. დეკერსი ასევე აკრიტიკებს ადგილობრივ ხელისუფლებას და ფედერალური დანაშაულის დაფარვის ნიშნებზე მიუთითებს. შეგახსენებთ, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ მიიღო ახალი რეგულაცია, რომლის მიხედვით, თუ პოლიციელი შეიტყობს, რომ ადამიანი ქვეყანაში არალეგალურად იმყოფება, მას არ ჩააბარებს საიმიგრაციო პოლიციას. მსგავსი რეგულაცია ვრცელდება ყველა “თავშესაფარ ქალაქებში” ანუ იმ ქალაქებში სადაც იმიგრაციის რაოდენობა განსაკუთრებით მაღალია.

წყარო

Facebook Comments

დაგხვეხმარეთ, რათა შევძლოთ სხვების დახმარება

ალბათ დაგვეთანხმებით, რომ იმიგრაციის პროცესი რთულია, განსაკუთრებით მაშინ რთულდება, თუ არავინ გყავს ვინც შეიძლება დაგეხმაროს და დაგაკვალიანოს. ჩვენი საიტის მიზანი სწორედ ეს გახლავთ, დაკვალიანება/დახმარება და იმიგრაციის პროცესის გამარტივება.

სავარაუდოდ ბევრ თქვენგანს დავეხმარეთ კიდეც უკვე, ჩვენი საიტი და ფეისბუქ გვერდი აქტიურ რეჟიმში აქვეყნებს იმიგრაციის პროცესისთვის საჭირო ინფორმაციას და ასევე ვპასუხობთ თქვენს კითხვებს რომელიც ეხება იმიგრაციის პროცესს და აქ დაფუძნებას.

საიტის შენახვა და კონტეტით გამდიდრება გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული, როგორც შენიშნეთ, ჩვენს საიტზე არ იდება რეკლამები, ამიტომაც საიტს არ გააჩნია შემოსავალი გარდა ცალკეული შემთხვევებისა, როცა ჩვენ, საკუთარი ხარჯებით ვფარავთ საიტის ტექნიკური გამართვისა და შენახვის ხარჯებს. სწორედ ამიტომ, გთხოვთ დახმარებას, რათა შენარჩუნდეს ეს საინფორმაციო რესურსი, რომელიც უანგაროდ ემსახურება სათვისტომოს.