სავიზო რეჟიმის დარღვევისთვის ჯარიმა 500,000$

თეთრი სახლის ახალი საიმიგრაციო პოლიტიკის ერთ-ერთი ახალი რეგულაცია გახლავთ, იმ პირების დაჯარიმება, რომლებსაც სავიზო რეჟიმი აქვთ დარღვეული. თეთრი სახლის ადმინისტრაციამ გასცა განკარგულება , რათა საიმიგრაციო სააგენტომ დააჯარიმოს ის პირები ვისაც დეპორტირების ცნობა აქვს და მაინც რჩება ქვეყანაში, ჯარიმის ოდენობად დადგინდა კოლოსალური თანხა – 500,000 აშშ დოლარი.

სამშობლოს უსაფრთხოების დეპარტამენტმა გასულ თვეში ასობით წერილი დაგზავნა მათ სახელზე ვისაც ჰქონდა სავიზო რეჟიმი დარღვეული და სასამართლოს მიერ დეპორტაციის გადაწყვეტილებაც გამოტანილი. ერთ-ერთი დაჯარიმებული აღმოჩნდა ედით ესპინალე მორენო, რომლემაც ივნისის თვის ბოლოს მიიღო წერილი საიმიგრაციო სააგენტოდან, ადაც მას სთხოვენ გადაიხადოს ჯარიმა, რომელიც 497,777$ გახლავთ.

ქალბატონი მორენო შატატებში არალეგალურად იმყოფება, სასამართლოს განჩინების თანახმად ის უნდა დეპორტირდეს, თუმცა მორენო ოჰაიოს შტატის ერთ-ერთ ეკლესიას აფარებს თავს და არ ტოვებს შტატებს. მორენო 16 წლის გახლდათ როდესაც მამისმა ჩამოიყვანა შტატებში, ახლა მას 2 შვილი ჰყავს, რომელებიც აშშ მოქალაქეები არიან. მორენოს განცხადებით მას წარმოდგენა არ აქვს როგორ უნდა გადაიხადოს ზემოთ ხსენებული ჯარიმა. ვერც იმას ხვდება თუ რატომ ჰგონია სახელმწიფოს რომ მას აქვს ამხელა თანხა.

საიმიგრაციო სააგენტოში აცხადებენ რომ ჯარიმები კანონის სრული დაცვით იწერება და თითო დღეზე 500$-ით დაჯარიმდება დამრღღვევი. მედიასთან განცხადების გაკეთების დროს, საიმიგრაციო სააგენტოს პრეს-სპიკერმა მეთიუ ბერქმა განაცხადა:

“საიმიგრაციო სააგენტო ყველა მის ხელთ არსებულ ბერკეტს იყენებს, მათ შორის არის ჯარიმა, ტექნოლოგიური მონიტორინგი და თავისუფლების აღკვეთა. ის ასევე აღნიშნავს, რომ ზოგადად ასეთი ტიპის ჯარიმა 3,000$-მდეა თუმცა საბოლოოდ საიმიგრაციო მოსამართლე წყვეტს თუ რა ოდენობის თანხით უნდა დაჯარიმდეს არალეგალი იმიგრანტი. “

მიუხედავად ბერქის ამ განცხადებისა, ასობით ადამიანმა უკვე მიიღო ასეთი წერილი, სადაც საიმიგრაციო სააგენტო, თითქმის ყველა შემთხვევაში დამრღვევებისგან ითხოვს 500,000$-ს.

ჯარიმის წერილის ასლი ინგლისურ ენაზე

წყარო

Facebook Comments

დაგხვეხმარეთ, რათა შევძლოთ სხვების დახმარება

ალბათ დაგვეთანხმებით, რომ იმიგრაციის პროცესი რთულია, განსაკუთრებით მაშინ რთულდება, თუ არავინ გყავს ვინც შეიძლება დაგეხმაროს და დაგაკვალიანოს. ჩვენი საიტის მიზანი სწორედ ეს გახლავთ, დაკვალიანება/დახმარება და იმიგრაციის პროცესის გამარტივება.

სავარაუდოდ ბევრ თქვენგანს დავეხმარეთ კიდეც უკვე, ჩვენი საიტი და ფეისბუქ გვერდი აქტიურ რეჟიმში აქვეყნებს იმიგრაციის პროცესისთვის საჭირო ინფორმაციას და ასევე ვპასუხობთ თქვენს კითხვებს რომელიც ეხება იმიგრაციის პროცესს და აქ დაფუძნებას.

საიტის შენახვა და კონტეტით გამდიდრება გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული, როგორც შენიშნეთ, ჩვენს საიტზე არ იდება რეკლამები, ამიტომაც საიტს არ გააჩნია შემოსავალი გარდა ცალკეული შემთხვევებისა, როცა ჩვენ, საკუთარი ხარჯებით ვფარავთ საიტის ტექნიკური გამართვისა და შენახვის ხარჯებს. სწორედ ამიტომ, გთხოვთ დახმარებას, რათა შენარჩუნდეს ეს საინფორმაციო რესურსი, რომელიც უანგაროდ ემსახურება სათვისტომოს.