ICE-ის მორიგი რეიდი, დაკავებულია 680 იმიგრანტი

AP Photo/Rogelio V. Solis

საიმიგრაციო პოლიციამ მორიგი რეიდისას დააკავა 680 უსაბუთო იმიგრანტი და მათი ოჯახის წევრები.

ICE-ის აგენტებმა ერთთვიანი მომზადების შედეგად, მისისიპის შტატის ქალაქ მორტონთან ახლოს მდებარე ქათმის ფერმებში ჩაატარეს რეიდები, სადაც გამოავლინეს და დააკავეს 680 ლათინო-ამერიკული წარმოშობის უსაბუთო იმიგრანტი. დაკავებულები მუშაობდნენ Koch Foods Inc.-ში, რომელიც აშშ-ს უდიდეს ქათმის ხორცის მწარმოებელი კორპორაცია გახლავთ.

ICE-ის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მეთიუ ელბენსმა The Associated Pressსთან საუბრისას განაცხადა: “ჩვენი რეიდები მომავალშიც გაგრძელდება, ამაში უცნაური არაფერია, ჩვენ ვიცავთ კანონს და მის უზენაესობას. დაკავებებს შემდეგ თვეებშიც გავაგრძელებთ.

უფლებადამცველების თქმით ეს რეიდი გახლავთ რეკორდული, რადგანაც აქამდე საიმიგრაციო პოლიციას სამუშაო ადგილზე არ დაუკავებია ასეთი ოდენობის უსაბუთო იმიგრანტი. წარსულში ყველაზე დიდი რაოდენობის იმიგრანტი პრეზიდენტ ჯორჯ უ. ბუშის (უმცროსი) მმართველობისას დააკავეს. დაკავებულთა ოდენობა 400-ს მიუახლოვდა. პრეზიდენტ ობამას დროს კი საიმიგრაციო პოლიცია სამუშაო ადგილებს აიგნორებდა და შემოიფარგლებოდა ასეთ კომპანიებში აუდიტის მიგზავნით. წარსული შემთხვევებისას, იმ კომპანიის მმართველებსა და მეპატრონეებს სადაც უსაბუთო იმიგრანტები დააკავეს, სასამართლომ 18-18 თვიანი სასჯელი და ფინანსური ჯარიმები დააკისრა (თითო უსაბუთო იმიგრანტზე 35,000$)

Facebook Comments