ICE-ის რეიდები კვირას დაიწყება.

როგორც წინა სტატიაში შეგატყობინეთ საიმიგრაციო და საზღვრის დაცვის სააგენტოს გადაწყვეტილი აქვს რეიდების ჩატარება, იმ იმიგრანტების დასაკავებლად, რომელთაც აქვთ დეპორტაციის სასამართლო განჩინება, თუმცა კვლავაც შტატების ტერიტორიაზე რჩებიან.

პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებით რეიდების ჩატარაება 2 კვირით გადაიდო, როგორც თეთრმა სახლმა განმარტა ეს გადაწყვეტილება განპირობებული იყო იმით, რომ სენატს მიეცა შანსი იმისა, რომ რაიმე ქმედითი ბერკეტი შეემუშავებინა უკანონო იმიგრაციის შესაჩერებლად, თუმცა შედეგი არ დადგა, და ამიტომაც, “ICE” დაუბრუნდა დაგეგმილ რეიდებს, რომელიც დამდეგ კვირას დაიწყება და ა.შ.შ-ს 10 უმსხვილეს ქალაქში განხორციელდება დაკავებები.

როგორც საზღვრის დაცვისა და საიმიგრაციო სააგენტოს პრეს-სპიკერმა განაცხადა, რეიდები რამდენიმე დღეს გასტანს და დაკავებას დაექვემდებარება ყველა ის ადამიანი ვისაც აქვს დეპორტაციის სასამართლო განჩინება, თუმცა სპიკერი არ გამორიცხავს “კოლატერალურ დაკავებას”რაც ნიშნავს იმას, რომ თუ რომელიმე უსაბუთო იმიგრანტი, რომელსაც არ აქვს ასეთი განჩინება, დაკავების ადგილზე აღმოჩნდება, მათაც აიყვანს საიმიგრაციო პოლიცია.

ჩვენი გამოცემა დროდადრო მოგაწვდით განახლებულ ინფორმაციას. გთხოვთ! ნუ გვადანაშაულებთ იმაში რომ ჩვენ ვახდენთ ხალხის “დაპანიკებას” ჩვენ ვცდილობთ მოგაწოდოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია და არ ვცდილობთ შეგაშინოთ ან პანიკა დავთესოთ, ხოლო ის ვინც მაინც დაგვდებს ბრალს, ვურჩევთ სტატია რამდენჯერმე წაიკითხოს და მხოლოდ ამის შემდეგ დაგვდოს ბრალი და მოითხოვოს ცენზურის დაწესება სიახლეების განთავსებაზე. ინფორმაციის ქონა სიძლიერეა და არქონა სისუსტე.

წყარო 1 და წყარო 2

Facebook Comments

დაგხვეხმარეთ, რათა შევძლოთ სხვების დახმარება

ალბათ დაგვეთანხმებით, რომ იმიგრაციის პროცესი რთულია, განსაკუთრებით მაშინ რთულდება, თუ არავინ გყავს ვინც შეიძლება დაგეხმაროს და დაგაკვალიანოს. ჩვენი საიტის მიზანი სწორედ ეს გახლავთ, დაკვალიანება/დახმარება და იმიგრაციის პროცესის გამარტივება.

სავარაუდოდ ბევრ თქვენგანს დავეხმარეთ კიდეც უკვე, ჩვენი საიტი და ფეისბუქ გვერდი აქტიურ რეჟიმში აქვეყნებს იმიგრაციის პროცესისთვის საჭირო ინფორმაციას და ასევე ვპასუხობთ თქვენს კითხვებს რომელიც ეხება იმიგრაციის პროცესს და აქ დაფუძნებას.

საიტის შენახვა და კონტეტით გამდიდრება გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული, როგორც შენიშნეთ, ჩვენს საიტზე არ იდება რეკლამები, ამიტომაც საიტს არ გააჩნია შემოსავალი გარდა ცალკეული შემთხვევებისა, როცა ჩვენ, საკუთარი ხარჯებით ვფარავთ საიტის ტექნიკური გამართვისა და შენახვის ხარჯებს. სწორედ ამიტომ, გთხოვთ დახმარებას, რათა შენარჩუნდეს ეს საინფორმაციო რესურსი, რომელიც უანგაროდ ემსახურება სათვისტომოს.