ქალაქები სადაც ტარდება ICE რეიდები

ქალაქ ნიუ იორკის მერმა – ბილ დებლასიომ განაცხადა, რომ რეიდები გაცილებით ადრე დაიწყო ვიდრე ეს საიმიგრაციო სააგენტომ დაანონსა. მერის თქმით, ქალაქ ნიუ იორკის ხელისუფლება არანაირ დახმარებას არ აღმოუჩენს საიმიგრაციო პოლიციას. მერის განცხადებით საიმიგრაციო პოლიციის სამიზნე შემდეგი უბნებია: სანსეთ-პარკი, ვოშინგთონ-ჰაითსი, ჰარლემი, ბრაიტონი და ჯექსონ-ჰაითსი. მერის თქმით, არ არის გამორიცხული ICE -იმ გააფართოვოს არეალი და უფრო მეტად გააქტიურდეს იმ უბნებში სადაც იმიგრანტები მჭიდროდ არიან დასახლებულები.

შეგახსენებთ, რომ საიმიგრაციო სააგენტოს სამიზნეს წარმოადგენენ ის უსაბუთო იმიგრანტები, რომელთაც სასამართლოს დეპორტაციის განჩინების მიუხედავად არ დაუტოვებიათ აშშ-ს ტერიტორია. თუმცა, როგორც საიმიგრაციო სააგენტო განმარტავს, დაკავებისას არ მოერიდებიან “კოლატერალურ დაკავებებს” რაც ნიშნავს იმას რომ, თუ უსაბუთო და განჩინების მქონე იმიგრანტის დაკავებისას, იქვე აღმოჩნდება სხვა უსაბუთო იმიგრანტები, რომელთაც არ აქვს სასამართლო განჩინება, მათაც დააკავებენ.

ინფორმაციამ რეიდების ჩატარების შესახებ გამოჟონა საიმიგრაციო სააგენტოდან და ამ ინფორმაციით, რეიდები მიმდინარეობს შემდეგ ქალაქებში: ატლანტა (ჯორჯია), ბალტიმორი (მერილენდი) ჩიკაგო (ილინოისი), დენვერი (კოლორადო), ჰიუსთონი (თექსისი), ლოს-ანჯელესი და სან-ფრანცისკო (კალიფორნია), მაიამი (ფლორიდა) და ქალაქი ნიუ იორკი (ნიუ იორკი). რეიდები ნიუ ორლეანშიც უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ქარიშხალი “ბერის” გამო დროებით შეჩერებულია სპეც-ოპერაცია.

საიმიგრაციო სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელის ქენთ კუჩინელის განმარტებით: რეიდები არის ნორმალური პრაქტიკა და მიმართულია სახელმწიფოს დაცვისკენ. კუჩინელის თქმით პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციის დროს გაცილებით მეტი უსაბუთი იმიგრანტი გაძევდა ქვეყნიდან და ამ აქტს არაფერი აქვს საერთო პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიასთან, რომელსაც ადანაშაულებენ “ანტი-საიმიგრაციო” პოლიტიკის დანერგვასა და გატარებაში. კითხვახზე თუ როგორ აპირებენ მილიონი ადამიანის გაძევებას, კუჩინელი პასუხობს, რომ მილიონი უსაბუთო იმიგრანტის გაძევებას ისინი შელძებენ შემდეგი სქემით: ქვეყანას დატოვებენ დეპორტაციის განჩინების მქონე იმიგრანტები და ასევე მათი ოჯახის წევრები.

წყარო1 წყარო2 წყარო3 აღნიშნული მასალა მომზადებულია სხვადსხვა წყაროს გამოყენებით, და ის წარმოდგენს სიტუაციის განმარტებით სტატიას.

Facebook Comments