იცოდეთ თქვენი უფლებები თუ ICE გაგაჩერებთ ან მოგადგებათ სახლში

ვისი დაკავება შეუძლიათ საიმიგრაციო პოლიციის ოფიცრებს?

უდოკუმენტო იმიგრანტები, ან პირი რომელსაც არ გააჩნია არანაირი საიმიგრაციო სტატუსი. ამ კატეგორიაში შედიან პირები რომლებიც შემოვიდნენ ქვეყანაში ლეგალურად და მათ დაარღვიეს სავიზო რეჟიმი და ვიზის ვადის გასვლის შემდეგ რჩებიან ქვეყანაში. ასევე პირები რომლებიც “შემოპარულები” არიან ქვეყანაში.

საიმიგრაციო პოლიციას შეუძლია დააკავოს პირები რომლებთაც აქვთ გრინ-ქარდი, თავშესაფრის მაძიებელი, დროებითი (ვიზიანი) ვიზიტორი, თუმცა მათ შტატები ტერიტორიაზე ჩადენილი აქვთ რაიმე ტიპის დანაშაული. კრიმინალური წარსული საბაბია, საიმიგრაციო პოლიციისთვის თქვენი საქმით რომ დაინტერესდეს

პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის განცხადებით, შემდეგი ადამიანები მოხვდებიან საიმიგრაციო პოლიციის პრიორიტეტულ სიებში.

პირი, რომელიც “შემოიპარა” ქვეყანაში. პირი, რომელიც მოტყუების გზით იღებს ფედერალურ დახმარებას. პირი, რომელსაც კრიმინალური დანაშაული აქვს ჩადენილი. პირი, რომელიც რჩება შტატებში მიუხედავად მისი სავიზო პერიოდის ამოწურვისას.

ნებისმიერს შეიძლება მიადგეს ICE?

როგორც წესი, ICE წინასწარ აგროვებს ინფორმაციას დასაკავებელ პირებზე. შემდეგ მათ ეძებენ სასამართლო დარბაზებში, სკოლებთან ბავშვების დატოვებისას, ქუჩაში, სამუშაო ადგილას, თავშესაფრებში და ხანდახან საცხოვრებელთანაც ელოდებიან. თუმცა ბოლო მონაცემებით ICE ამ წესებს დიდად არ იყენებს. ასე მოხდა NYC – ჯექსონ ჰაითსის რეიდებისას, როდესაც ქუჩაში ყველა გამვლელს აჩერებდნენ. ამ რეიდებისას მხოლოდ ერთ მეტროსადგურთან 500-მდე არალეგალი იმიგრანტი დააკავეს.

როგორ უნდა მოიქცეთ თუ ქუჩაში გაგაჩერებთ ICE-ის ოფიცერი?

ICE-ის რეიდებისას საჯარო ადგილებში დაკავება ხდება მომენტალურად. პირველი რაც მოხდება, ოფიცერი აუცილებლად იკითხავს თქვენს სახელს, რათა დადასტურდეს თქვენი ვინაობა. მანამ, სანამ თქვენ ეტყვით თქვენს სახელს, პირველ რიგში! აუცილებლად იკითხეთ “დაკავებული ვარ თუ მაქვს თავისუფალი ვარ გავაგრძელო გზა?” ICE-ის თანამშრომელი აუცილებლად გიპასუხებთ რომ არ ხართ დაკავებული, ამ შემთხვევაში თქვენ უნდა უპასუხოთ “არ მაქვს სურვილი დავასახელო ჩემი ვინაობა” და გააგრძელეთ გზა. ამ შემთხვევაში ოფიცერი ვერაფერს გახდება, რადგანაც მათ არ აქვთ უფლება დაგაკავონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ფედერალური კანონის დარღვევა იქნება.

თუ ICE-ის ოფიცერი გეუბნებათ რომ არ ხართ თავისუფალი რათა გზა გააგრძელოთ და თქვენს დაკავებისთვის არის კანონიერი საფუძველი, მაშინ უნდა უპასუხოთ “მე ვიყენებ დუმილის უფლებას” და ასევე უნდა თქვათ, რომ “გსურთ ადვოკატი და რომ მის გარეშე ხმას არ ამოიღებთ”.

თუ ICE-ის ოფიცრები დაიწყებენ თქვენს ან თქვენი ნივთების გაჩხრეკას, აუცილებლად უნდა თქვათ “მე არ გაძლევთ უფლებას, რათა ეს ჩხრეკა განახორციელოთ!”

თუ მოხდა ისე რომ ICE-ს ოფიცერმა გაგაჩერათ, არავითარ შემთხვევაში არ ანახოთ ვადაგასული, ყალბი ან ისტორიული სამშობლოში აღებული დოკუმენტები, როგორიც არის პასპორტი. არვითარ შემთხვევაში არ მოიტყუოთ და არ დაასახელოთ ყალბი ვინაობა. ყველაფერი იქნება გამოყენებული თქვენს წინააღმდეგ. კანონით, თქვენი დეპორტირება მხოლოდ მოსამართლის განჩინების საფუძველზე შეიძლება მოხდეს, დაკავებისას, მოითხოვეთ დუმილის უფლება და მოითხოვეთ ადვოკატთან გასაუბრება.

შეიძლება თუ არა ICE-ის ოფიცრები მომადგნენ საცხოვრებელ ადგილზე?

დიახ, შესაძლებელია და ისინი ეცდებიან ყველა ხრიკებით დაგითანხმონ კარის გაღებაზე, შეიძლება გითხრან რიომ არიან პოლიციიდან (ტექნიკურად არიან პოლიციელები, თუმცა ფედერალური) და რაღაც დანაშაულის გამოძებისთვის სჭირდებათ თქვენი დახმარება.

შეიძლება თუ არა ICE-ის ოფიცრებმა დამაკავონ ჩემს სახლში?

პირველ რიგში, გაარკვიეთ ისინი არიან ICE-დან თუ DHS-დან.
ნუ მოიტყუებით, იყავით მშვიდი და ნუ აყვებით ემოციებს. თქვენ კანონით გაქვთ უფლება თქვათ “ახლა არ მსურს საუბარი” ზრდილობიანად მოითხოვეთ ორდერის ჩვენება, კარების გაღება არ არის სავალდებულო, ორდერი შეიძლება შემოაცურონ კარის ქვეშიდან ან წერილების ჩასაგდები ადგილიდან. ყურადღებით გაეცანით ორდერს, რომელზეც უნდა იყოს მოსამართლის ხელმოწერა. ამ საბუთის გარეშე თქვენი დაკავება ვერ მოხერხდება.

დიახ, თქვენი დაკავება შეუძლიათ თუ მათ აქვთ მოსამართლის მიერ გაცემული ორდერი. თუ მათ არ აქვთ ორდერი მაშინ დაკავებას ვერ განახორციელებენ და ვერც საცხოვრებელში შემოვლენ, კარის გაღების შემთხვევაში აუცილებლად მოითხოვეთ ორდერი რომელზეც იქნება მოსამართლის ხელმოწერა. ამ საბუთის გარეშე თქვენი დაკავება იქნება უკანონო. საბუთის ჩვენებაზე უარის შემთხვევაში კარის დახურვა შეგიძლიათ თამამად, რადგანაც ისინი ერთ ნაბიჯსაც ვერ გადმოდგამენ.

თუ ICE ეძებს იმას, ვინც არ ცხოვრობს თქვენს მისამართზე, მაგრამ იყენებს თქვენს მისამართს, თქვენ მარტივად ეუბნებით რომ პირი არ გახლავთ ადგილზე და დაგიტოვონ საკონტაქტო ინფორმაცია და თქვენ გადასცემთ იმ პირს.

თუ ოფიცერმა დაარღვია კანონი, და ორდერის გარეშე შემოვიდა ტქვენს საცხოვრებელში და აწარმოებს ჩხრეკას თქვენ აუცილებლად უნდა გააჟღეროთ და მოითხოვოთ მათგან “დატოვეთ ჩემი საცხოვრებელი სახლი, არ გაძლევთ უფლებას რომ შემოხვიდეთ” “შეაჩერეთ ჩხრეკა, მე არ მომიცია ამის უფლება”

მნიშნელოვანია, რომ დაკავებისას, თუ გაქვთ რაიმე სახის სამედიცინო პრობლემა ან გართულება ამის შესახებ აცნობოთ ოფიცრებს. თუ გყავთ ბავშვები მათ ვერ წაიყვანენ, თუმცა გაქვთ უფლება მოითხოვოთ ბავშვების ვინმესთან დატოვების პრობლემა.

რისი კანონიერი უფლება გექნებათ თუ ICE დაგაკავებთ?

გააჟღეროთ რომ იყენებთ დუმილის უფლებას და შეინარჩუნოთ ის. მოითხოვოთ ადვოკატი და მის მოსვლამდე გამოიყენოთ დუმილის უფლება. არავითარ შემთხვევაში არ თქვათ ტყუილი. თქვენ გაქვთ უფლება არ უპასუხოთ ოფიცრებს კითხვებზე, რომლებიც შეიცავს ისეთ ინფორმაციას როგორიც არის: თქვენი ლეგალური სტატუსი, დაბადების ქვეყანა და გქონიათ თუ არა რაიმე ტიპის კანონ/სამართალდარღვევა. ასევე, არ ანახოთ თქვენი პასპორტი ან საკონსულოს სხვა ტიპის დოკუმენტი თუ ICE-ის ოფიცრებს არ აქვთ მოსამართლის ორდერი. არაფერზე არ მოაწეროთ ხელი, ამის არანაირი ვალდებულება არ გაგაჩნიათ. ოფიცრების მიერ ყველა დასმულ კითხვაზე უნდა გაიმეოროთ რომ იყენებთ დუმილის უფლებას და ადვოკატის მოსვლამდე არაფერს იტყვით.

Facebook Comments

დაგხვეხმარეთ, რათა შევძლოთ სხვების დახმარება

ალბათ დაგვეთანხმებით, რომ იმიგრაციის პროცესი რთულია, განსაკუთრებით მაშინ რთულდება, თუ არავინ გყავს ვინც შეიძლება დაგეხმაროს და დაგაკვალიანოს. ჩვენი საიტის მიზანი სწორედ ეს გახლავთ, დაკვალიანება/დახმარება და იმიგრაციის პროცესის გამარტივება.

სავარაუდოდ ბევრ თქვენგანს დავეხმარეთ კიდეც უკვე, ჩვენი საიტი და ფეისბუქ გვერდი აქტიურ რეჟიმში აქვეყნებს იმიგრაციის პროცესისთვის საჭირო ინფორმაციას და ასევე ვპასუხობთ თქვენს კითხვებს რომელიც ეხება იმიგრაციის პროცესს და აქ დაფუძნებას.

საიტის შენახვა და კონტეტით გამდიდრება გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული, როგორც შენიშნეთ, ჩვენს საიტზე არ იდება რეკლამები, ამიტომაც საიტს არ გააჩნია შემოსავალი გარდა ცალკეული შემთხვევებისა, როცა ჩვენ, საკუთარი ხარჯებით ვფარავთ საიტის ტექნიკური გამართვისა და შენახვის ხარჯებს. სწორედ ამიტომ, გთხოვთ დახმარებას, რათა შენარჩუნდეს ეს საინფორმაციო რესურსი, რომელიც უანგაროდ ემსახურება სათვისტომოს.