“მე მაქვს ოცნება” მართინ ლუთერ ქინგი

მ.ლ.კ. ვაშინგთონში გამოსვლის წინ

“მე მაქვს ოცნება”  სიტყვა წარმოთქმული მშვიდობიანი მარშისას ვაშინგტონში 1963 წელს ლინკოლნის მონუმენტის კვარცხლბეკთან სადაც 300 ათასზე მეტი ამერიკელი შეიკრიბა.

როზა პარქსი ავტობუსში, სადაც დააკავა პოლიციამ

მართინ ლუთერ ქინგი იყო ბაპტისტური ეკლესიის მღვდელმსახური, მისი როგორც ლიდერის ხანა იწყება, ერთი შეხედვით თითქოს უმნიშვნელო შემთხვევიდან. 1955 წელს ქალაქ მონტგომერში შავკანიანმა მკერავმა როზა პარკსმა სამუშაოდან დაბრუნებისას ავტობუსში უარი თქვა თეთრკანი მგზავრისთვის ადგილის დათმობაზე, რის გამოც ის დაპატიმრეს.
(საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის) . ქინგის ხელმძღვანელობით შავკანიანმა მოსახლეობამ ბოიკოტი გამოუცხადა მონტგომერის სატრანსპორტო ხაზს. ბოიკოტი გაგრძელდა  382 დღეს.
ცამეტ-თვიანი არეულობა დასრულდა მხოლოდ მაშინ, როდესაც 1956 წელს აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ ტრანსპორტში რასობრივი უთანასწორობა ცნო კონსტიტუციის დარღვევად.

მარტინ ლუთერ ქინგმა იცოდა რომ პრეზიდენტის გადადგომა ან სხვა მსგავსი ქმედება არ უშველიდა იმ პრობლემას, რომელიც ამერიკის წინაშე იდგა. ხალხის აზროვნება უნდა შეცვლილიყო. უბრალო, სადღაც ოკლაჰომაში ან არკანზასში მცხოვრები ამერიკილი უნდა მიმხვდარიყო, რომ ადამიანი – ადამიანია, მიუხედადად მისი კანის ფერისა და რელიგიური მრწამსისა. მარტინ ლუთერ ქინგმა ეს შეძლო. მან ადამიანებს აზროვნება შეუცვალა. იმ დღეს ის ელაპარაკა მთელ ამერიკას. არა მხოლოდ იქ შეკრებილ ხალხს და არა მხოლოდ ცოცხალ ადამიანებს, არამედ ჯერ არდაბადებულ თაობას. მარტინ ლუთერ ქინგისნაირი ადამიანები იშვიათად იბადებიან, ძალიან იშვიათად, მაგრამ ტოვებენ კვალს, რომლის მიხედვით თაობები ცხოვრებას სწავლობენ.

ჩიკაგოს უბანი WestSide ჯანყის შემდეგ

მართინ ლუთერ ქინგმა რასისტული დისკრიმინაციის დაძლევისთვის გაწეული ღვაწლის გამო 1964 წელს ნობელის მშვიდობის პრემია დაიმსახურა. მ.ლ.ქ 1968 წლის 4 აპრილს ქ. მემფისში (თენესის შტატი) ჩასული ადგილობრივი დასუფთავების მუშების გაფიცვაზე დასასწრებად ის სასტუმროს აივანზე მდგომი  მოკლა სნაიპერმა. 39 წლის მართინ ლუთერ ქინგი ადგილზევე გარდაიცვალა. მის დაკრძალვას 100,000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო. მ.ლ.ქინგის სიკვდილს მოყვა სერიოზული არეულობა თითქმის ყველა შტატის ტერიტორიაზე, 200-მდე ქალაქში ტერორი რამდენიმე კვირა გაგრძელდა, სადაც აფრო-ამერიკელმა მოსახლეობამ მაღაზიების ვიტრინების, ტრანსპორტისა და ქაალაქის შენობები გადაბუგეს. ზოგიერთ ქალაქში ჯანყი ადამიანური მსხვეპრლითაც დასრულდა.

“მშვიდობა უბრალოდ შორეული მიზანი არაა, რომლისკენაც მივისწრაფით, არამედ თავად მშვიდობაა ამ მიზნის მისაღწევი საშუალება.”

“სიბნელე ვერ დაიძლევა სიბნელით, მხოლოდ სინათლეს ძალუძს მისი ძლევა.სიძულვილი ვერ დაიძლევა სიძულვილით– ეს მხოლოდ სიყვარულს შეუძლია.”

Facebook Comments