NY სენატი განიხილავს კანონპროექტს – მართვის მოწმობა ყველა არალეგალ ემიგრანტს

შტატ ნიუ იორკის სენატი (ოლბანი) განიხილავს კანონპროექტს, რომლის დამტკიცების შემთხვევაში ყველა არალეგალი იმიგრანტი, რომელიც ცხოვრობს და არის NYS- რეზიდენტი შეძლებს მიიღოს მართვის მოწმობა ყოველგვარი გართულებული პროცედურების გარეშე.

კანონპროექტის ავტორი გახლავთ დემოკრატი სენატორი ალესანდრა ბიაჯი, რომელიც წარმოადგენს ბრონქსისა და ვესტჩესტერის ოლქების ამომრჩევლებს.
ქალბატონი სენატორი იშველიებს რა 12 შტატის გამოცდილებას და ცდილობს დაარმწუნოს სხვა სენატორები, რომ მართვის მოწმობის გაცემით არალეგალ რეზიდენტებზე, შტატიცა და ეკონომიკაც ნახავს სარგებელს, რადგანაც შემცირდება ავტოსაგზაო შემთხვევები და მეტი ავტომობილი/დაზღვევა იქნება შეძენილი.

შეგახსენებთ, რომ დღეისათვის არალეგალი ემიგრანტებისთვის შემდეგ შტატებშია შესაძლებელი მართვის მოწმობის გაცემა: California, Colorado, Connecticut, Delaware, Hawaii, Illinois, Maryland, New Mexico, Nevada, Utah, Vermont, and Washington.

სენატორის განცხადებით, იმისათვის რომ გზები მეტად უსაფრთხო გახდეს აუცილებელი იქნება თეორიული და პრაქტიკული გამოცდების ჩაბარება, ამ კანონით არ შეიცვლება მოწმობის გაცემის პროცედურა.

სენატორმა, ასევე წარმოადგენი კვლევა, რომლის მიხედვითაც შტატის ბიუჯეტი ნახავს სარგებელს და ის შეისვება ყოველწლიურად დამატებითი 57 მილიონი დოლარით, რადგანაც არალეგალ ემიგრანტებს შეეძლებათ მანქანის შესყიდვა და დარეგისტრირება, რის გამოც ივარაუდება რომ საავტომობილო ბაზარი 3%-ით გაიზრდება. სენ. ბიაჯოს თმით არალეგალი ემიგრანტები უკვე იხდიან ნიუ იორკის ბიუჯეტში ყოველწლიურად დაახლოებით 1 მილიარდ დოლარს, რადგანაც სავაჭრო ბეგარას ყველა იხდის, განურჩევლად მათი საიმიგრაციო სტატუსისა.

საკომიტეტო განხილვებისას რესპუბლიკემლა სენატორმა მაიქლ ბალბონიმ მხარი დაუჭირა კანონპროექტს და აღნიშნა, რომ აღნიშნული ქმედებით შტატის სამართალდამცავ ორგანოებს ექნება მეტი ინფორმაცია ფაქტობრივ რეზიდენტებზე, რაც თავისთავად ნიშნავს მეტი მოქნილობა დანაშაულის გახსნისას.

თუ დამტკიცდება კანონპროექტი და ის ძალაში შევა, ახალ მართვის მოწმობას ექნება მხოლოდ ერთი განმასხვავებელი ლეგალური იმიგრანტების მოწმობისგან. არალეგალი იმიგრანტები ვერ ისარგებლებენ ამ დოკუმენტით შტატიდან შტატში გადაფრენისას, დანარჩენ შემთხვევებში კი თანაბარი უფლებებით ისარგებლებენ.

წყარო

Facebook Comments