ჩუთყვავილასა და წითელას ეპიდემია – NYC-ის ჯანდაცვის დეპარტამენტი საგანგებო მდგომარეობას აცხადებს

New_York_measles_outbreak_0_6604135_ver1.0_1280_720გუშინ გამართულ ბრიფინგზე მერმა ბილ დებლასიომ არავაქცინირებულ ადამიანებზე სანქციების შესახებ გააკეთა განცხადება. მერის ბრძანების მიხედვით ყველა ის ადამიანი ვინც არ არის აცრილი ჩუთყვავილაზე და წითელაზე დაეკისრებათ 1000$-იანი ჯარიმა თუ ისინი შემდეგი 48 საათის განმავლობაში არ აცრიან ბავშვებს და თავადაც არ ჩაიტერებენ ვაქცინაციას.
ქალაქ ნიუ იორკის ჯანმრთელობის დეპარტამენტის მონაცემებით ეპიდემია ბრუკლინის რამდენიმე უბანშია გავცელებული, თუ კი თქვენ ცხოვრობ შემდეგ ზიპკოდის 11205, 11206, 11221 და 112З7  არეალში მაშინ აუცილებლად უნდა აიცრათ, თქვენც და ბავშვებიც.

დეპარტამენტის მონაცემებით 2018 წელს 285 შემთხვევა დაფიქსირდა, მიმდინარე წელს კი ეს რიცხვი გაცილებით მაღალია და კონცენტრირებულად არის წარმოდგენილი ზემოთ ხსენებულ უბნებში, სადაც იუდეური რელიგიის, ჰასიდების სექტის წარმომადგენლები ცხოვრობენ, რომლებიც უარს აცხადებენ ბავშვებისა ვაქცინაციაზე, რამაც გამოიწვია ეპიდემიური მდგომარეობა.

ბილ დე ბლასიო მოითხოვს სექტის რაბინებისგან, რომ დაუყონებლივ აცრან ის ვისაც ვაქცინა არ მიუღია, რადგანაც ეს აარიდებს ქალაქ ნიუ იორკს პანდემიისგან.

“შეგახსენებთ რომ ვაქცინაცია არის სრულიად უფასო და შეგიძლიათ მიიღოს აცრები ნებისმიერ ასაკში და ნებისმიერი საიმიგრაციო სტატუსით.  წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ დაგეკირებათ ჯარიმა 1000$ სახით.” განაცხადა მერმა.

მხოლოდ გასულ კვირას, შემდეგ უბნებში დაფიქსირდა და მკურნალობას უწევენ წითელასა და ჩუთყვავილათი დაავადებულ პაციენტებს.

  • Bensonhurst: 1
  • Borough Park: 49
  • Brighton Beach: 1
  • Crown Heights: 1
  • Midwood/Marine Park: 3
  • Williamsburg: 228
  • Flushing: 2

ვაქცინის მისაღებად მიაკითხეთ ქალაქ ნიუ იორკის იმუნიზაციის კლინიკას, რომლის მისამართია:

ბრუკლინის მაცხოვრებლებისათვის

Fort Greene Health Center

295 Flatbush Avenue Extension, 5th Floor  Brooklyn, NY, 11201
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 8:30 AM–2:30 PM.

ქუინსის მაცხოვრებლებისათვის

Elmhurst Hospital Center.

მისამართზე: 79‐01 Broadway, Elmhurst, New York 11373
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 8:30 AM–2:30 PM

ვაქცინაცია ჩაგიატრდებათ მიუხედავად იმისა, გაქვთ თუ არა დაზღვევა. როგორც წესი დაზღვევა იხდის ვაქცინაციის ფულს, თუმცა თუ არ გაქვთ დაზღვევა, შეგიძლიათ წარადგინოთ ინფორმაცია შემოსავლისა და ოჯახის ზომის შესახებ. თუმცა თანხის არ ქონის შემთხვევაში უარს არ გეტყვიან იმუნიზაციის პროცესზე. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით მერიის ცხელ ხაზს – 311-ზე.

წყარო და დამატებითი ინფორმაცია ინგლისურ ენაზე

 

Facebook Comments