დაჯარიმდებით თუ არ გქონდათ დაზღევა?

გადავიხდით თუ არა ჯარიმას ფედერალურ დეკლარაციაში იმისთვის თუ არ გვქონდა სამედიცინო დაზღვევა 2019 წლის განმავლობაში?

პრეზიდენტ ტრამპის ინიციატივით, საგადასადო კანონში შევიდა ცვლილებები, და ის ადამიანები ვისაც არ ჰქონდათ სამედიცინო დაზღვევა 2019 წელს – აღარ დაჯარიმდებიან დეკლარაციის შევსების დროს ისე, როგორც ეს წინა წლებში ხდებოდა. შეგახსენებთ, რომ ჯარიმა დაზღვევის არქონაზე დაწესდა 2014-2018 წლებში.

წინა წლებში ის ადამიანები, რომელთაც დაბალი შემოსავალი ჰქონდათ, არ დაჯარიმებულან დაზღვევის არქონის გამო, იმ მარტივ მიზეზის გამო, რომ მათ ისედაც ეკუთვნოდათ უფასო დაზღვევა, უბრალოდ არ გააკეთეს სხვადასხვა მიზეზის გამო. თუმცა, ზოგიერთი შტატი ფედერალური კანონისგან დამოუკიდებლად 2019 წელსაც განაგრძობს დაჯარიმებას , ეს შტატებია: ნიუ ჯერსი, ვერმონტი, კოლუმბიის ოლქი [დისი], მასაჩუსეცი. ნიუ იორკის შტატში კი დაზღვევის არქონის გამო არც ადრე აჯარიმებდნენ და არც 2019 წელს არ დააჯარიმებენ არავის.

თუ თქვენ გაქვთ ფასიანი დაზღვევა და ყოველთვიურად უხდით სადაზღვევო კომპანიას გარკვეულ თანხას, აუცილებლად მიუტანეთ წლიური გადახდილი თანხის ჯამი საგადასახადო ექსპერტს, რაგდან ის ხარჯია, და გადასახდელ გადასახადს შეგიმცირებთ.
როგორც წესი, წლის ბოლოს შტატის ცენტალური სადაზღვევო რეესტრიდან მიიღებთ ფორმა 1095, რომელიც გამოიყება ოფიციალურ ხარჯად. მაგრამ ფორმას თუ არ მიიღებთ, გადახდილი თანხის ჯამის გამოყენებაც იქნება შესაძლებელი.

მოამზადა დალი ხოხობაშვილმა. წყარო

Facebook Comments