IRS განმარტება ფულად დახმარებაზე

ამერიკის შემოსავლების სამსახური (IRS) დაბალი შემოსავლის მქონე პირთათვის მასტიმულირებელი ფულადი დახმარების გაცემის პირობებს განმარტავს და დასარეგისტრირებელ ვებ გვერდს ააქტიურებს.


იმისათვის, რომ ასეთ პირს (eligible individual) ჰქონდეს უფლება მიიღოს დახმარება ხაზინიდან ჩეკის სახით, უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი კრიტერიუმები:

  • მათ, რომლებსაც არ აქვთ შევსებული 2018-19 წლების გადასახადების დაბრუნების ფორმა და მათი წლიური შემოსავალი არ აღემატება პირზე – $12,000-ს და ოჯახზე – $24,000-ს.
  • ასევე, რომლებიც 2019 წლამდე არ იყვნენ ამერიკის მოქალაქეები ან ქვეყანაში მუდმივი მაცხოვრებლები.
  • მარტოხელა პირი ან წყვილი, რომლის წლიური შემოსავალი არის $75,000 აშშ დოლარზე ნაკლები.
  • ოჯახის უფროსი დაუქორწინებელი პირი (Head of Household), რომლის შემოსავალი არ აღემატება $112,500 აშშ დოლარს. Head of Household არის საკუთრებაში სახლის მქონე (მინიმუმ ნახევარი წლის განმავლობაში მაინც) დაუქორწინებელი პირი, რომელთან ერთად ცხოვრობს სხვა ფიზიკური პირიც.
  • დაქორწინებული წყვილი, რომელთა შემოსავალი არ აღემატება წლიურ $150,000 აშშ დოლარს.

ჩეკის მისაღებად უმრავლესობას არ მოუწევს არანაირი ქმედების განხორციელება, ვინაიდან აშშ-ის შიდა შემოსავლების სამსახური (IRS) გამოიყენებს გადასახადის გადამხდელის მიერ უკვე შევსებულ 2019 წლის საგადასახადო დეკლარაციას (ან 2018 წლის დაკლარაციას იმ შემთხვევაში თუ პირს ჯერ არ შეუვსია 2019 წლის დეკლარაცია).

ამასთანავე, დახმარება ითვალისწინებს იმ დაბალ შემოსავლიანი ოჯახების მხარდაჭერას, ვისაც არ უწევთ გადასახადების გადახდა, თუმცა მაინც ავსებენ გადასახადების დაბრუნების ფორმას, რათა მიიღონ სხვა სახის სახელმწიფო შეღავათები.

ფორმის შესავსებათ უნდა ეწვიოთ ბმულს

დამატებითი მექანიზმის შესახებ აშშ-ის შიდა შემოსავლების სამსახურის (IRS) და სხვა ოფიციალური უწყებების გზამკვლევების გამოქვეყნებისთანავე ასევე გაგიზიარებთ ინფორმაციას.

Facebook Comments