ლეხუმ ჩხვიმიანი ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონია

ქართველი ძიუდოისტი, ლუხუმ ჩხვიმიანი 60 კგ წონით კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონია. ჩხვიმიანმა გამარჯვება ტოკიოში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე მოიპოვა.  ლეხუმი გახლავთ პირველი მსუბუქწონიანი ჩემპიონი საქართველოდან, ამ ინფორმაციას მსოფლიო ძიუდოს ფედერაცია ავრცლებს.

ლუხუმ ჩხვიმიანი ნახევარფინალში იაპონელ რიუჯუ ნაგაიამას შეხვდა. იაპონელის დამარცხების შემდეგ ჩხვიმიანმა ფინალში უზბეკი შარაფუდინ ლუტფილაევი დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.

Facebook Comments